შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ძალადობის, გაუპატიურების და ძარცვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
მექსიკის დურანგოს შტატში თვითმფრინავი ჩამოვარდა. მის ბორტზე 97 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი სიკვდილს გადაურჩა, იტყობინება BBC შტატის გუბერნატორზე დაყრდნობით.
„ბევრი საუბარი მე ბიძინა ივანიშვილთან არ მქონია, მაგრამ ჩვენი საუბრის დიდი ნაწილი მისი მხრიდან საქართველოს პატრიარქის უშვერი სიტყვებით ლანძღვას ეთმობოდა, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა „არჩევანში“ საუბრისას.
ბიძინა ივანიშვილის ქონება, საქართველოს აქტივები და საქართველოში გაკეთებული ფული, ბოლო ორი წლის განმავლობაში, მინიმუმ 4-5 მილიარდს შეადგენს. საქართველო გაღარიბდა. ჩემს დროს თუ ეკონომიკა 4-ჯერ გაიზარდა, ივანიშვილის დროს ის აღარ იზრდება, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა „არჩევანში“ საუბრისას.
სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ელჩი იყო საფრანგეთში და, მართალია, ქონდა იდეალური ბიოგრაფია, ადამიანი უკეთესს ვერ ინატრებდა, მაგრამ მან, საქართველოს ისტორიის ძალიან კრიტიკულ მომენტში, ღიად დაუჭირა საქართველოს მტერს მხარი. ამას სამშობლოს ღალატი ქვია, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ საუბრისას.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ „იმ წამიდან, როდესაც ქართველი ხალხი უარს ეტყვის ივანიშვილს, მისი საქმე დამთავრებულია“.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ პაატა ბურჭულაძე - რომელიც პოლიტიკური გაერთიანების, „ძალა ერთობაშია“ გვერდით დგას და მის საერთო საპრეზიდენტო კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს უჭერს მხარს - განსხვავებით ივანიშვილისაგან ნამდვილი ქველმოქმედია, ხოლო „იმ აფერისტმა გამოაცხადა ქურდად, ბანდიტად, ყაჩაღად, ბავშვებს პარავდაო“.
„შენების მოძრაობის“ დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადა. აღნიშნულის შესახებ მან ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილი მისი საპრეზიდენტო მარათონში შესაძლო ჩაბმასთან დაკავშირებით კომენტარს ისევ არ აკეთებს და ჟურნალისტებს ეუბნება, რომ როცა ამის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს, მათ წინასწარ გააფრთხილებს.
ლისის ტბაზე მდებარე ბიტკოინების „დატა ცენტრში“ კრიმინალური პოლიცია შევიდა. სერვერი, სადაც კრიპტოვალუტის გამომუშავება ხდება, გათიშულია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.