წელს მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“ სიახლით ხვდება. სწავლებაში აშშ-ის, ჯორჯიის შტატის 171-ე საავიაციო პოლკისა და მე-12 საბრძოლო საავიაციო ბრიგადის ავიაცია ჩაერთვება, რომელიც წვრთნის დროს ახლო საჰაერო მხარდამჭერ და საჰაერო თავდაცვით ოპერაციებს უზრუნველყოფს.
„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მიერ გუშინ, კოჯორში წარდგენილი “მწვანე ეკონომიკის” კონცეფცია დადებითად შეაფასა. როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლების მხრიდან ეს დროული ნაბიჯი იყო, რომელიც ჰაერივით სჭირდება ქვეყანას.
საქართველოს სახელმწიფო ენის შემსწავლელი ჯგუფის გახსნის მიზნით, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის, ქალაქ ნინოწმინდის „რაფაელ ჯავახ“ საგანმანათლებლო კულტურულ-ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელის - ჟორა სნხჩიანის ინიციატივით გაიმართა შეხვედრა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილისა და პარლამენტის წევრ ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ენზელ მკოიანთან.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ "დასუფთავების ცენტრის" ინიციატივით წყალტუბოს რამდენიმე ქუჩის სისუფთავეზე დამატებით რამდენიმე მეეზოვე იზრუნებს. ქალაქ წყალტუბოში, კოლხეთისა და სამაკაშვილის ქუჩების დასუფთავება, მოქალაქეების თხოვნის გათვალისწინებით, რეგულარულად მოხდება.
ადამიანები ჩვენგან ითხოვენ პირდაპირ გამარჯვებას და ითხოვენ ამ გამარჯვების მხარდაჭერას და დაცვას, - განაცხადა „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ ფოთში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა ოპოზიციური პარტიების გაერთიანების, „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართული შეხვედრისას.
C ჰეპატიტის პროგრამის დაწყება იყო ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც მაშინ პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა მიიღო, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ჰეპატიტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაწყებულ ახალ კამპანია „STOP C“ -ს გახსნაზე გამოსვლისას განაცხადა და დასძინა, რომ საქართველო ამ სფეროში დღეს გლობალური ლიდერია.
2020 წელს, როდესაც ჩვენ C ჰეპატიტთან ბრძოლის სტრატეგიის ეფექტურ დანერგვას დავასრულებთ, საქართველო შეიძლება გახდეს პირველი ქვეყანა, რომელიც წარმატებით გაუმკლავდება ვირუსულ დაავადებას მისი ელიმინაციისა და სრული აღმოფხვრის თვალსაზრისით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჰეპატიტთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა ოპოზიციური პარტიების გაერთიანების, „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ ფოთში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში განაცხადა, რომ „გამარჯვება უნდა დაიწყოს საპრეზიდენტო არჩევნებით“.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია ვოლსკი აცხადებს, რომ მწვანე ეკონომიკა ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი იქნება ყველა მიმართულებით, დაწყებული სოფლის მეურნეობით, დამთავრებული საქალაქო ინფრასტრუქტურით.
სვანეთში, სოფელ კალაში 28 ივლისს წმიდა კვირიკესა და ივლიტას წამების დღეს, უხსოვარი დროიდან აღინიშნება რელიგიური დღესასწაული კვირიკობა, რომელსაც სვანეთში ლაგურკას ეძახიან. ამ დღეს სვანები ეკლესიას საგანგებოდ ამ დღისთვის გაზრდილ თეთრ ცხვარს სწირავენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.