პოლიტიკური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კახეთში, ამომრჩეველთან შეხვედრისას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრები, დღევანდელი „ევროპული საქართველოს“ ლიდერები მწვავედ გააკრიტიკა და თქვა, რომ ამომრჩეველს არ დაავიწყდება ის „უბედურება, შეცდომები და დანაშაული“, რაც დავით ბაქრაძის თანაპარტიელებმა ჩაიდინეს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი აცხადებს, რომ მოსამართლეების დანიშვნა აუცილებლად კონკურსის წესით უნდა მოხდეს, რაც შეეხება აშშ-ს საელჩოს მიმართული იყო არა კონკურსის გაუქმებაზე არამედ მოსამართლეების გადანიშვნის პროცედურებზე.
ქალაქ დუშეთში, ძველი სამუსიკო სკოლის შენობაში, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის და „სხივური მედიცინის ცენტრის“ ორგანიზებით მოეწყო საქველმოქმედო აქცია. აქცია მიზნად ისახავდა ადგილობრივი მაცხოვრებლებისათვის უფასო სამედიცინო გამოკვლევების ჩატარებას.
თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ცეცხლი შენობის მესამე სართულზე გაჩნდა, დამწვარია საოჯახო ნივთები - 40 კვ. მ.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, ოტია იოსელიანის სახლის ეზოში, ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო თეატრმა ლიტერატურული სპექტაკლი „ჩვენი ოტია“ წარმოადგინა. სპექტაკლს მწერალ ოტია იოსელიანის შემოქმედების თაყვანისმცემლები, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ესწრებოდნენ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელთან ლაილა ომარ გადთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
ჯგუფ „არგო“-ს საიუბილეო კონცერტს ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, მერის მოადგილეები და საზოგადოების სხვა წევრები დაესწრნენ.
მუსიკალური ჯგუფი „არგო“ ვანის მუნიციპალიტეტში უკვე 10 წელია მოღვაწეობს და აკეთებს ხარისხიან მუსიკას, რაც საზოგადოებაში მათი რეპერტუარის პოპულარობას განაპირობებს.
„ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა სურს, რადგან ე.წ. დამოუკიდებელი კანდიდატი ფურცელზე იქნება თუ არა „ქართული ოცნების“ წევრი, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, პროფესორი ლადო პაპავა მიიჩნევს, რომ ქვეყანაში საკადრო პოლიტიკა ისევ არასწორი მიმართულებით მიდის და ამის დასტურია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე 29 წლის თორნიკე რიჟვაძის დანიშვნაც.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა მმართველი პარტიის მიერ საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევასა და არჩევნების თარიღის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნებაში“ სერიოზული განხეთქილებაა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.