ისრაელის პარლამენტმა კანონი მიიღო, რომლის მიხედვითაც ისრაელი ექსკლუზიურად ებრაული სახელმწიფოა.
„ქართული ოცნების" გუნდიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვას საპარლამენტო უმრავლესობაში ეხმაურებიან. დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი ამბობს, რომ ბოლო პერიოდში ჭიჭინაძე „მონდომებული იყო", გაერიცხათ პარტიის რიგებიდან.
დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ TV პირველის გადაცემა „პოლიტმეტრში“ მისი პარტიიდან გარიცხვასთან დაკავშირებით ისაუბრა. „ქართულ ოცნებას“ ეს გადაწყვეტილება რა ფასად დაუჯდება ამას მომავალი აჩვენებს, რადგან პარტიის გარეთ კობახიძეზე ბევრად მეტი მხარდამჭერი მყავს, განაცხადა ჭიჭინაძემ.
ახალციხის მუნიციპალიტეტში საგზაო-ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას, მხარის გუბერნატორი კახა სამხარაძე და ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე, სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, გაეცნენ.
ჰიპერბგერითი საბრძოლო ბლოკის, „ავანგარდის“ კომპლექსის განვითარება, რომელიც რუსეთის თავდაცვითი უსაფრთხოების განმტკიცების ნაწილია, დასრულებულია, - იტყობინება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.
ზაფხულის სეზონისა და ტურისტული ნაკადის ზრდასთან ერთად, ქალაქ ბათუმში 114 ლოკაციაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მერიის მხარდაჭერით, 125 ზოგადი ხედვის კამერა სრული დატვირთვით აამოქმედა.
ნატო-ს გერენალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ბრიუსელში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ალიანსი სრულ მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებისადმი და გასულ კვირას გამართულ სამიტზე ოცდაცხრავე მოკავშირემ ხელახლა დაადასტურა, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება.
ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის რანგში ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტისას, მე გავმართე ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა ნატოში, განაცხადა მამუკა ბახტაძემ ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ და დაამატა, რომ „საქართველოს ახალი მთავრობა სრულად ერთგულია ნატოში გაწევრიანების მიმართ“.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას არ სჯერა, რომ შეერთებული შტატები ჯერ კიდევ არის რუსეთის სამიზნე, რაც ეწინააღმდეგება აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების შეფასებებს, რომ მოსკოვი განაგრძობს თავის მცდელობებს ჩაერიოს ამერიკულ არჩევნებში - ამჯერად, ნომებერში დანიშნულ კონგრესის არჩევნებში.
პროკურატურის მიერ აღძრული სისხლის სამართლის საქმე, რომლის ფარგლებშიც უკვე დაიკითხნენ გიორგი კვირიკაშვილის მთავრობის მინისტრები დიმიტრი ქუმსიშვილი და ზურაბ ალავიძე, „კურიერის“ ინფორმაციით, ეხება 710 მილიონის ღირებულების ტენდერს, რაც შესაძლოა, ყოფილი პირველი ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილისა და ასევე ყოფილი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ზურაბ ალავიძისთვის ბრალის წარდგენის მიზეზი გახდეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.