ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩერქეზიშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველო-იტალიის ბიზნესფორუმში, რომელიც იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის სერჯო მატარელას საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით, წყალტუბოში კამპანია „ერთად გავალამაზოთ ჩვენი ქალაქი” იწყება.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გამართული თათბირის მთავარი თემა ბოლო პერიოდში გააქტიურებული ვირუსული დაავადებების პრევენციის ზომების მიღება იყო.
„ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ამბიციური რეფორმების დღის წესრიგის განხორციელებას იმის გაცნობიერებით, რომ რეფორმების განხორციელებით, ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენი საჯარო უწყებებისა და სახელმწიფოებრიობის გრძელვადიან ლეგიტიმურობას, სტაბილურობასა და ქმედითობას“, ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მე-5 გლობალური სამიტის მონაწილეთა საპატივცემულოდ გამართულ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ალავიძის მთავარ პროკურატურაში გამოკითხვას გამოეხმაურა და განაცხადა: „მე დღეს მედიით გავიგე ამის შესახებ, როგორც ჩანს, აქვს გარკვეული კითხვები სამართალდამცავ ორგანოებს, ეს არის მათი პრეროგატივა და ჩვენ, პარლამენტი, ვერ ჩავერევით მათ კომპეტენციაში“.
„ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ შეგნებულად დაასახელა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სუსტი კანდიდატი“,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
10 პოლიტიკური პარტიის, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“, „ახალი საქართველოს“ ერთიანი პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებული გრიგოლ ვაშაძე მისი რუსეთის მოქალაქეობის თემაზე აკეთებს კომენტარს და ამბობს, რომ სოციალური ქსელების „ტროლების“ და „ბოტების“ გარდა ეს თემა საინტერესო და სერიოზული არავისთვის არი
10 პოლიტიკური პარტიის, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“, „ახალი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებული გრიგოლ ვაშაძე დარწმუნებით აცხადებს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას მოიპოვებს, რომლის კვალდაკვალაც რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება და დღევანდელ დეპუტატებს და ხელისუფლებას „პენსიაზე გაისტუმრებენ“.
„უნდა დასრულდეს ოლიგარქის ერთმმართველობა და რაც შეიძლება სწრაფად“, განაცხადა პაატა ბურჭულაძემ ბაგრატის ტაძრის ეზოში, სადაც 10-მა ოპოზიციურმა პარტიამ პრეზიდენტობის კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე წარადგინა.
ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის ეზოში ათმა ოპოზიციურმა პარტიამ, მათ შორის „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე წარადგინა
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.