საქართველოში აშშ-ის ევროპის 21-ე უზრუნველყოფის სარდლობის სარდლის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ფრედერიკო მაიოკკო იმყოფება.
საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ანალიტიკურ-საკონსულტაციო ორგანიზაციას უხელმძღვანელებს. ამის შესახებ მედიის წარმომადგენლებს თავად ჯანელიძემ განუცხადა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფინეთის დედაქალაქში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას კიდევ ერთხელ უბრუნდება და აცხადებს, რომ „ბევრი მოძულე“ შეაშფოთა იმ ამბავმა, რომ ის და პუტინი ერთმანეთს კარგად შეეწყვნენ.
რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი გიორგი კვირიკაშვილის მთავრობის ორი მინისტრის, მისი თანაგუნდელების, დიმიტრი ქუმსიშვილისა და ზურაბ ალავიძის პროკურატურაში გამოკითხვასთან დაკავშირებით ვარაუდობს, რომ შეკითხვები საგამოძიებო ორგანოს დიდი ხანია აქვს და გამოძიება მათი გამოკითხვაზე დაბარებით არ დაწყებულა.
ვანის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე გოგორიშვილმა მერიის სააქტო დარბაზში ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან მორიგი თათბირი გამართა.
„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ზაზა გაბუნიამ პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კახა საბანაძემ ბრიფინგი გამართა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 10 პირი დააკავა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შეხვდა და სამუშაო სადილზე უმასპინძლა შრი-ლანკის პრეზიდენტს მაითრიპალა შირისენას, რომელიც საქართველოს პირველი სამუშაო ვიზიტით, OPG -ის მე-5 გლობალურ სამიტში მონაწილეობის მისაღებად ეწვია.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადება თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურის წარდგენაზე დაახლოებით იგივეა, ერთი კვირის წინ რომ ეთქვა, რომ მამუკა ბახტაძის მიერ შერჩეულ მინისტრების წარდგენაზე იფიქრებდა.
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ იმ კომპანიებმა, რომლებიც დედაქალაქში ამა თუ იმ ინფრასტრუქტრული პროექტის განხორციელებაზე მუშაობენ და რომელთაც კონტრაქტის მიხედვით 24-საათიან რეჟიმში მუშაობა ევალებათ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ზედმიწევნით უნდა შეასრულონ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.