საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია შალვა თადუმაძის მთავარ პროკურორად არჩევას ეხმიანება.
ჰელსინკში პუტინის და ტრამპის შეხვედრა დაიწყო. აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების მიერ ერთმანეთისთვის ხელის ჩამორთმევა მხოლოდ სამი წამის განმავლობაში გაგრძელდა. მოლაპარაკებების დაწყების წინ პუტინმა განაცხადა, რომ მისთვის სასიამოვნოა ტრამპთან შეხვედრა. „ჩვენ განვაგრძობთ რეგულარულ კონტაქტს. ჩვენ გვისაუბრია ტელეფონით და რამდენჯერმე შევხედრილვართ სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებაზე. მაგრამ, რა თქმა უნდა, ახლა დროა დეტალურად ვისაუბროთ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე და მსოფლიოში არსებულ სხვადასხვა პრობლემაზე, ასეთი კი ბევრია“, აღნიშნა პუტინმა.
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას ეხმაურებიან.
მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი შალვა თადუმაძე პარლამენტმა მთავარ პროკურორად დაამტკიცა. მას 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 2 კი წინააღმდეგ წავიდა.
2018 წლის 4 ივლისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გადადგა დაკავებული თანამდებობიდან, რის შემდეგაც უფლებამოსილება შეუწყდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას.
პოეტ დავით მაღრაძის ამერიკული წიგნი Footprints on Water („ნაფეხურები წყალზე“) Amazon.com-ზე გამოჩნდა. მისი შეძენა საიტზე 19.99 დოლარად არის შესაძლებელი.
სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამა აქტიურ ფაზაში შევიდა. ქალაქ წყალტუბოს ტერიტორიაზე დასრულდა გამოკითხვა, რომელიც მოქალაქეების ინტერესებსა და პრიორიტეტებს გამოავლენს.
„ჩვენ უნდა დავიწყოთ კონსულტაციები დღესვე მთავრობასთან იმისთვის, რომ მიღებულ იქნას ძალიან ქმედითი ზომები იმისთვის, რომ ასეთი ტრაგიკული შემთხვევები არ განმეორდეს“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, სადაც მინდელის შახტაში დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი.
საქართველოს პრემიერ მინისტრის, მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, ტყიბულის შახტში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, 16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.