ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარ შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაშავებულებიც, რომლებიც საავადმყოფოში გადაჰყავთ.
პაატა ბურჭულაძე ბიძინა ივანიშვილის მთავრობის „წაბრძანების“ შემდეგ, რაც მისი თქმით, ცოტა ხანში უნდა მოხდეს, გრანდიოზული საქველმოქმედო კონცერტის ჩატარებას გეგმავს და გამოდის ინიციატივით, რომ „ის დღე გამოცხადდეს საქართველოში სიკეთის კეთების დღედ“.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის ლაშხეთის თემში მოსული უხვი ნალექის შედეგად ადიდებული მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდნენ და სოფლებთან დამაკავშირებელი გზის გარკვეული მონაკვეთები დატბორა, ასევე საყრდენი ბურჯები ჩამოანგრია ხერიის ხიდს, შედეგად კი მოსახლეობა გარე სამყაროს მოწყდა და ამ დროისთვის მხოლოდ შემოვლითი საცალფეხო გზით სარგებლობს.
პაატა ბურჭულაძე ფონდ „იავნანას“ წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს კიდევ ერთხელ ეხმაურება და აცხადებს, რომ იმ პირობებში, როცა ქართულ სახელმწიფოში მისი მსგავსი პიროვნებაც კი არ არის დაცული, წარმოუდგენია რა დღეში შეიძლება აღმოჩნდნენ სხვა, რიგითი მოქალაქეები.
ხორვატიის და საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებ გუნდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა ფრანგების გამარჯვებით, ანგარიშით 4:2 დასრულდა.
მოსკოვში, „ლუჟნიკების“ სტადიონზე ხორვატიის და საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებ გუნდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური შეხვედრის პირველი ნახევარი ფრანგების გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.
ლენტეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზესხოში - ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. დამწვარია 2.5 ჰა ფართობი
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს, ტერეზა მეის უთხრა, რომ მან „ბრექსიტთან“ დაკავშირებით, მოლაპარაკებების ნაცვლად ევროკავშირს სასამართლოში უნდა უჩივლოს.
მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კიროვკაში 7 წლის ბავშვი სახლთან გამავალ სარწყავ არხში გადავარდა და დაიხრჩო.
სოფელ ერგნეთში, ე.წ. საზღვართან, მდინარე ლიახვთან ახლოს კაცის ცხედარი იპოვეს. საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.