„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდს“ დღეიდან სათავეში კომპანია „სილქნეთი“ ჩაუდგება. რესპუბლიკა ივენთოლში „სილქნეთის“, „სილქროუდ ჯგუფისა“ და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი მონაწილეობით, პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.
დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის ერთობლივ პრესკონფერენციაზე ტრამპმა განაცხადა, რომ მოსკოვმა და ვაშინგტონმა უნდა მონახონ თანამშრომლობის შემდგომი გზები.
საქართველოს და იტალიის პრეზიდენტებმა შეხვედრა გამართეს. გიორგი მარგველაშვილმა იტალიის პრეზიდენტთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის მანძილზე იტალიის პრეზიდენტი პირველად ეწვია საქართველოს.
საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე ყირგიზეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრ მუჰამედკალი აბილგაზიევს შეხვდა, რომელიც საქართველოს OGP-ის სამიტის ფარგლებში სტუმრობს.
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი 2013-2017 წლებში, ჯონ ბრენანი თავის უკმაყოფილებას გამოხატავს დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის ერთი-ერთზე შეხვედრის გამო.
ბევრი მკვლევარი სვამს კითხვას, რა არის პასუხი იმაზე, რომ ასეთმა მცირერიცხოვანმა ერმა შეინარჩუნა თავისი კულტურა და თვითმყოფადობა ამ საუკუნეების განმავლობაში და ყოველთვის ღირსეულად ლახავს ძალიან მძიმე გამოწვევებს; ამ შეკითხვაზე პასუხი ხართ თქვენ - ჩვენი გმირი ჯარისკაცები, რასაც ვუწოდებთ გაუტეხავ ქართულ სულს, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის" პრეზენტაციაზე შეკრებილ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ბარაქ ობამას პრეზიდენტობისას, ჩაკ ჰეიგელმა განაცხადა, რომ იგი წუხს, რადგან ტრამპსა და პუტინს შორის ერთი-ერთზე შეხვედრის გამართვის მკაფიო „სტრატეგიული მიზანი“ არ არსებობდა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განახლებულ მინისტრთა კაბინეტში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას ჯაბა ფუტკარაძე, ხოლო აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობას - ტიტე აროშიძე დაიკავებს.
OGP-ის სამიტის ფარგლებში, საქართველოს ყირგიზეთის დელეგაცია, პრემიერ მინისტრის მუჰამედკალი აბილგაზიევის ხელმძღვანელობით ეწვია.
რამდენიმე წუთის წინ ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში, პრეზიდენტის სასახლეში დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის ერთი-ერთზე გამართული შეხვედრა დასრულდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.