ორფოლოს პოლიგონზე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 24-ე საარტილერიო ბატალიონის „დანა“ ბატარეისა და ამავე ბრიგადის 21-ე შერეული ჯავშანსატანკო ბატალიონის საველე სწავლება დასრულდა.

 

სრულად...

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერმა, ანი მოსოიანმა და მისმა მოადგილემ, წყლის კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად გორელოვკის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მდებარე სათავე წყარო მოინახულეს.

სრულად...

ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ცანის ადმინისტრაციულ ერთეულის სოფელ ზესხოს მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. როგორც GUARDIAN.GE-ს ლენტეხის მერმა, ბადრი ლიპარტელიანმა განუცხადა, ცეცხლი ტყეში, დაახლოებით, 2 ჰა-ზეა გავრცელებული. 

სრულად...

შალვა შავგულიძემ მთავარი პროკურორის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ სხდომა მედიისთვის გახსნილი არ იყო. პროტესტის ნიშნად შავგულიძემ სხდომა დატოვა და საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. შეგახსნებთ, რომ სხდომის გახსნა მედიისთვის შავგულიძის წარმდგენმა ფრაქციამ „ევროპულმა საქრთველომ“ მოითხოვა.

სრულად...

 ხულოს მუნიციპალიტეტში, კურორტ „გოდერძიზე“, ჭანჭახის მთიდან კვადროციკლით ორი ადამიანი  ხევში გადავარდა. აქედან ერთი,  25 წლის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი დაშავდა და მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. დაშავებული ხულოს საავადმყოფოშია გადაყვანილი.

სრულად...

მყვინთავები, რომლებმაც გადაარჩინეს ბიჭები და მათი მწვრთნელი, მრავალი ქვეყნის წარმომადგენელი პროფესიონალები იყვნენ, რომლებიც ტაილანდის საზღვაო ქვედანაყოფთან ერთად მოქმედებდნენ.

სრულად...

საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე აცხადებს, რომ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ფონდ „იავნანას“ თანხების არამიზნობრივად ხარჯვას ეხება, მის წინააღმდეგ, კამპანიაა აგორებული, რასაც, როგორც ბურჭულაძე ამბობს, აქტიური ბრძოლით დაუპირისპირდება.

სრულად...

ბათუმში, შავ ზღვაში დელტაპლანი ჩამოვარდა. ამ დროს ზღვაში ორი ტურისტი იმყოფებოდა, დაელტაპლანის ჩამოვარდნის გამო კი, ტურისტები ზღვიდან მაშველებმა გამოიყვანეს.

 

სრულად...

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში", მამუკა ბახტაძის მინისტრთა კაბინეტში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებს ეხმაურებიან და გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, ეკონომიკის მინისტრის პოსტი, შესაძლოა, დაიკავოს პირმა, რომელსაც მოსკოვიდან თბილისში გადმონაცვლება მოუწევს, აცხადებენ, რომ რუსეთიდან იმ პირების ჩამოყვანა, რომლებიც შემდგომ საქართველოს მთავრობაში ამა თუ იმ თანამდებობას იკავებენ, შემთხვევითობა არ არის.

სრულად...

„შენების მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თენგიზ შერგელაშვილმა განაცხადა, რომ  თბილისის მერიამ  „სითი პარკი“ გაუშვა, მაგრამ პარკირების პრობლემა ვერ მოაგვარა და მძღოლების უკმაყოფილებაც გამოიწვია. შერგელაშვილმა ასევე მერიის მიერ გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაზე გააკეთა აქცენტი და აღნიშნა, რომ  მერიის გამოცხდებულ პროექტს ინვესტორები არ გამოეხმაურებიან მანამ, სანამ  არ მოხდება პარკირების საფასურის დიფერენცირება გაჩერების ადგილებისა და ავტომობილების ტიპების მიხედვით.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი