საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ნატოს სამიტის ფარგლებში, ალიანსის გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრა გამართა. მარგველაშვილმა ნატოში საქართველოს ინტეგრაციის პროცესსა და იმ პროგრესზე ისაუბრა, რასაც არსებული მდგომარეობით საქართველომ მიაღწია.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციამ ჭუბერში დაზარალებულ მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარება გაუწია. სხვადასხვა სახის არამალფუჭებადი პროდუქტები, მედიკამენტები და პირველადი საყოფაცხოვრებო ნივთები ადგილზე ჩაიტანა იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა გრიგოლ დალაქიშვილმა.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე, პირველი მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძე, თერჯოლა-ტყიბულის გაერთიანებული ოლქის დეპუტატის ბიუროსა და ადგილობრივი თვითმმრთველობის სხვა წარმომადგენლები საზანოს ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდნენ, სადაც „ახალგაზრდული დღეები-2018“-ის ფარგლებში მდინარე ძუსის ხეობაში, ქადაგიძის რაფზე ღონისძიება გაიმართა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ყოფილი მინისტრი კახა კახიშვილი დაინიშნა. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
ნატოს წევრი ქვეყნების, ლიდერები საქართველოს შესახებ ხვალ ისაუბრებენ, თუმცა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მსგავსად, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩსმაც, ისაუბრა საქრთველოზე.
ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ცანის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ზესხოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში რამდენიმე საათია, რაც ვერტმფრენი ჩაერთო.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულების-გუბერნატორების შესაძლო შეცვლასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ რეგიონული მმართველობის არსებული სტრუქტურა ვერ პასუხობს დღევანდელ გამოწვევებს რეგიონებში, აქედან გამომდინარე, „ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება, ერთ-ერთი პირველი ინიციატივა, რომელსაც ახალი მთავრობა გააკეთებს, იქნება ის, რომ ჩვენ განვახორციელოთ როგორც სტრუქტურული ცვლილებები, ისე მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები ამ მიმართულებით“.
ნატოს სამიტი ბრიუსელში ოფიცალურად გაიხსნა.საქართველოს შესახებ ლიდერები ხვალ ისაუბრებენ, თუმცა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იაცეკ ჩაპუტოვიჩმა დღესაც გააკეთა კომენტარი.
საქართველოს პრემიერ მინისტრი საპროკურორო საბჭოს მიერ მთავარი პროკურორის პოსტზე შალვა თადუმაძის კანდიდატურის შერჩევას გამოეხმაურა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.