ბრიუსელში, დღეს, 11 ივლისს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის შტაბ-ბინაში, ნატოს სამიტი გაიხსნება. ბრიუსელში იმყოფება საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, რომელიც საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაშია.
ოჯახში ძალადობის მსხვერპლი არა მარტო ის ქალია, ვისზეც ძალადობენ, არამედ ბავშვებიც, რომლებიც ამ ძალადობაში იზრდებიან და ტრამვირდებიან და, ზოგადად, საზოგადოება, რომელიც შეიძლება ძალადობას ჩვეულებად და ტრადიციად მიიჩნევდეს, აცხადებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი ნინო წილოსანი.
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი კახა სამხარაძე, 10 ივლისს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გოროლოვკის მოსახლეობას შეხვდა და სოფლის წინაშე მდგარ პრობლემებს გაეცნო.
ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „ევროპულ საქართველოს“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შორის გაფორმებულ მემორანდუმთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყნის ვარდნის ტენდენციის შემოსაბრუნებლად აუცილებელია ივანიშვილს და მის გუნდს ხელიდან გამოვაცალოთ სახელისუფლებო შტოები.
მცხეთის რაიონული სასამართლო ხადას ხეობაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული მწყემსისთვის, მალხაზ კობაურისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.
ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ახალგაზრდა მწყემსის სასამართლო პროცესი იწყება. გამოძიების ვერსიით მალხაზ კობაურმა ჯერ რაიან სმიტი მოკლა და შემდეგ 4 წლის ბავშვს ესროლა. ადვოკატის თქმით, ამ ვერსიას ეჭვმიტანილი არ ეთანხმება და საქმეში სხვა პირების მონაწილეობაზე საუბრობს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ბარამიძე „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის” მიერ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით სამპუნქტიანი მემორანდუმის გააფორმებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მსგავსი ტიპის დოკუმენტი საჭიროა იმისთვის, რომ „საქართველო გადავარჩინოთ ამ ჭირისგან, რასაც ჰქვია ივანიშვილის რეჟიმი".
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მიმდინარე წლის 9 ივლისიდან, საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში, დედაქალაქში ნომრის ამომცნობი 200 ჭკვიანი ვიდეოკამერა სრული დატვირთვით აამოქმედა.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიაში სასმელი წყლის სატუმბი სადგურის სარემონტო - სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, საქართველომ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია და ეს ნატოში გამართულ შეხვედრებზე ხაზგასმით აღინიშნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.