ტურისტული სეზონისთვის, ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე მონაკვეთის მშენებლობა დასრულდა და 18-კილომეტრიანი გზა ექსპლუატაციაში დღეიდან შევიდა.
კოჯორში სერჟანტთა ათეულის მეთაურის კურსის მსმენელების მიერ საჩვენებელი სიტუაციური სწავლება გაიმართა. სწავლებაში სამხედრო მოსამსახურეები, ქვეითი ათეულის მეთაურის კურსის მსმენელები, შემფასებელი-ინსტრუქტორები და უზრუნველყოფის დამხმარე ჯგუფი მონაწილეობდა. ათეულის დავალებას ტაქტიკური გადაადგილების დროს მოწინააღმდეგის აღმოჩენა და განადგურება წარმოადგენდა.
ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე აცხადებს, რომ თუ თეა წულუკიანი დარჩა გაერთიანებული სამინისტროს ხელმძღვანელად, დიდი ალბათობაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის არჩევნები წააგოს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (25 ივნისი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0047 პუნქტით გამყარდა.
ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ძალოვან უწყებებს ვერ აკონტროლებდა და თბილისში, პარლამენტის შენობასთან ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე მისი მისვლა და იქ მისთვის სიტყვის არმიცემა იმის მაუწყებელი იყო, რომ იგი „აუცილებლად გადადგებოდა“.
იყო მეზღვაური, ეს ნიშნავს, იყო ერთ-ერთი ყველაზე უფრო ვაჟკაცური პროფესიის წარმომადგენელი; ქართველი მეზღვაურები ყოველთვის განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ სიმამაცითა და რთულ სიტუაციებში გონივრული გადაწყვეტილებების მიღებით, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმში, მეზღვაურთა დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ჩერქეზიშვილმა მონაწილეობა მიიღო მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში, რომელიც ბათუმში გაიმართა.
ქალაქ გარდაბანს აქციით - „გაუზიარე სიცოცხლე, გაიღე სისხლი" შპს „სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის (სისხლის ბანკი)“ წარმომადგენლები ესტუმრნენ.
„კონკრეტული მოწმე თუ რამე ჩვენებას იძლეოდა - დაკავშირებულს პიროვნების იდენტიფიკაციასთან - რაც შესაძლებელს გახდიდა პიროვნების ამოცნობას, მასთან ჩატარდა ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება. თუ ითხოვთ, რომ ყველანი 1-ელ რიცხვში დაკითხულიყვნენ, უკიდურეს შემთხვევაში 2 რიცხვში - ამაზე პირდაპირ გეტყვით, რომ ამას ვერ გავწვდებოდით“, განაცხადა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებელმა კახა სირაძემ.
პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებებს ხვალ, 26 ივნისს წარადგენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.