ასე სახაჭაპურეც კი არ იმართება, არათუ სახელმწიფო. თუ კიდევ რამე გამიკვირდებოდა ამ დღეებში, ნამდვილად არ მეგონა, ასე აფასებს „შენების მოძრაობის" დამფუძნებელი და თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პრემიერ მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის წინადადებას, რომ უახლოეს დღეებში მთავრობის დროებითი შემადგენლობა დამტკიცდეს და პარლამენტისთვის ახალი მინისტრთა კაბინეტის წარდგენა სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ მოხდეს.
მამუკა ბახტაძის მიერ წარმოდგენილ წინადადებას, რომ უახლოეს დღეებში მთავრობის დროებითი შემადგენლობა დამტკიცდეს და პარლამენტისთვის ახალი მინისტრთა კაბინეტის წარდგენა სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ მოხდეს, უპრეცედენტოს უწოდებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია.
ოზურგეთის საკრებულოს შენობასთან დაპირისპირებაა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა, დავით მჟავანაძემ და ბესო ქათამაძემ საკრებულოს შენობაში, კაბინეტში შესვლა სცადეს, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს. აღნიშნულს აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის განცხადებით ახალ მინისტრთა კაბინეტში ძველი წევრებიდან არ იქნებიან წარმოდგენილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.
პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობასთან გამართული შეხვედრის შემდეგ მედიასთან დაადასტურა, რომ მის მინისტრთა კაბინეტში ახალი სახეები „აუცილებლად იქნებიან“, თუმცა მას დღეს მთავრობის წევრობის ახალი კანდიდატები არ დაუსახელებია და განაცხადა, რომ განხორციელდება სტრუქტურული ცვლილებები, რის შედეგადაც 14 სამინისტრო 11-ამდე შემცირდება, რაც საკანონმდებლო ცვლილებებს და გარკვეულ დროს, სავარაუდოდ 2-3 კვირას საჭიროებს.
პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სტრუქტურული ცვლილებების შედეგად 14 სამინისტრო 11-ამდე შემცირდება, რაც საკანონდმებლო ცვლილებებს და გარკვეულ დროს საჭიროებს.
დუშეთის მუნიციპალიტეტის ჟინვალის ადმინისტრაციულ ერთეულში სანიაღვრე კანალიზაციის ქსელის მოწყობითი სამუშაოები დასრულდა.
ადგილობრივი თვითმმართველობა აქტიურადაა ჩართული პროცესში და საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის განსახლების სამსახურისა და სამხარაულის ექსპერტიზის წარმომადგენლებთან ერთად სისტემატურად ადევნებენ თვალ-ყურს შეფასების კრიტერიუმებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალლდებით 6 პირი დააკავა. ამის შესახებ შსს-ში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ განაცხადა.
იაპონიის უმსხვილეს საპორტო ქალაქ ოსაკაში მომხდარ 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა. გარდაცვლილია სულ მცირე სამი ადამიანი, მათ შორის ბავშვი და დაზიანებები აქვს მიღებული 200-ზე მეტ ადამიანს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.