ძლიერი წვიმის გამო თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე ავტოტრანსპორტით მოძრაობა გართულებულია. შსს-ს ინფორმაციით კერძოდ, ამ დროისათვის, წყლის ჭარბი ნაკადის გამო თბილისში გმირთა მოედანი-თამარაშვილის მიმართულებით - მდინარე ვერეს ხეობაში, მოქმედებს მოძრაობის დროებითი შეზღუდვის რეჟიმი და ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

სრულად...

დუშეთის მუნიციპალიტეტის მჭადიჯვრის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ მჭადიჯვარში  სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობა დასრულდა.

სრულად...

საქართველოს, 19-21 ივნისს, ვიზიტად ეუთო-ს 30-მდე წევრი ქვეყნის მუდმივწარმომადგენელთა დელეგაცია ეწვევა. 2008 წლის შემდგომ, ეს  ეუთო-ს ელჩების პირველი ვიზიტია საქართველოში.

სრულად...

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარლამენტი მიმდინარე კვირაში პრემიერ მინისტრობის კანდიდატს, მამუკა ბახტაძეს ნდობას გამოუცხადებს, რის შემდეგაც, ბახტაძე მთავრობის განახლებულ სტრუქტურასა და შემადგენლობას წარადგენს.

სრულად...

საბრძოლო მოქმედებებსა და საერთაშორისო მისიებში დაჭრილმა და დაშავებულმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა შოტლანდიაში რთულ რელიეფზე მარშირებაში მიიღეს მონაწილეობა.

სრულად...

„მიმდინარე კვირაში დაგეგმილია რიგგარეშე სხდომის გამართვა. ბიუროს სხდომის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტს გაეგზავნება მოთხოვნა რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე, რათა 20 ივნისს გაიმართოს სხდომა, სადაც განიხილება მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი. მანამდე კი, აღნიშნულ საკითხზე, ხვალ კომიტეტების და პოლიტიკური ჯგუფების ფორმატში, მოსმენები გაიმართება“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე.

სრულად...

ირაკლი კობახიძის განცხადებით, როდესაც იმართება საკომიტეტო მოსმენა, ან პოლიტიკურ ჯგუფებთან შეხვედრა, ეს უნდა იყოს საკომიტეტო მოსმენა და პოლიტიკურ ჯგუფებთან შეხვედრა.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (18 ივნისი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0016 პუნქტით გამყარდა.

სრულად...

„სუფთა სამართლებრივი მიზეზი აქვს იმას, რომ ჩვენ რამდენიმე კვირიან ინტერვალში გვიწევს ორჯერ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება - სხვანაირად, შეუძლებელი იყო ამ პროცედურის დაგეგმვა“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე.

სრულად...

„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ეხმაურება პრემიერ მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის წინადადებას, რომ უახლოეს დღეებში მთავრობის დროებითი შემადგენლობა დამტკიცდეს და პარლამენტისთვის ახალი მინისტრთა კაბინეტის წარდგენა სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ მოხდეს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი