ბათუმში გამართულ რიგით მე-15 საერთაშორისო კონფერენციაში - „საქართველოს ევროპული გზა“ მონაწილეობა მიიღო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ.
17-18 ივნისს ამინდის მოსალოდნელი გაუარესების გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალები სრულ მზადყოფნაზე არიან გადასული“, აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
თბილისის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე აცხადებს, რომ გუნდში საპრეზიდენტო კანდიდატურასთან დაკავშირებით განხილვები რამდენჯერმე გაიმართა, თუმცა საბოლო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული და მთავრობის დამტკიცების შემდეგ საზოგადოება „ძალიან მალე“ გაიგებს მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის ვინაობას.
ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ გიორგი კვირიკაშვილის მიერ გატარებული პოლიტიკა მისი ეკონომიკის და საგარეო საქმეთა მინისტრობისას, ისევე როგორც პრემიერ მინისტრობის პერიოდში წარუმატებელი იყო, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ „იმედის“ ეთერში, თუმცა დაამატა, რომ „დღეს სხვა ტემპია საჭირო“.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალში განვითარებულ მოვლენებს ახმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია და აცხადებს, რომ მის თანაპარტიელს, ბესო ქათამაძეს ფიზიკურად ნესტორ რამიშვილი გაუსწორდა.
პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მერაბ ქვარაია აცხადებს, რომ „აშკარა ცილისმწამებლური კამპანიისა და საჯაროდ თუ სხვა ვითარებაში მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის კანონმდებლობას ადეკვატური პასუხი უნდა ჰქონდეს. დღეს ეს რეგულაცია ძალიან სუსტია“.
„ორშაბათს ბიუროს სხდომაზე უკვე დავამტკიცებთ მთავრობის განხილვის გრაფიკს. მთავარია, მანამდე, მამუკა ბახტაძემ წარმოადგინოს მთავრობის შემადგენლობა“, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელმაც დაადასტურა, რომ მთავრობის შემადგენლობაში იქნება ცვლილებები.
„შეინიშნება გარკვეული ტენდენცია, თითქოს არის დავალება, რომ რეგიონებში განსაკუთრებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ცდილობენ, შეურაცხყოფა მიაყენონ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, რაც იწვევს, რა თქმა უნდა, დაძაბულობას“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ქართული ოცნების“ დეპუტატი ბექა ოდიშარია აცხადებს, რომ „ბოლო პერიოდში (ვფიქრობ ხელოვნურად) ორკესტრირებულად გახშირდა რადიკალური ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა მხრიდან კონკრეტული ადამიანების მიმართ, ქართული საზოგადოებისათვის და მენტალობისათვის მიუღებელი, შეუფერებელი და შეურაცხმყოფელი გამონათქვამები - რაც ბუნებრივია თავისი არსით პროვოკაციაა“.
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევის პროცესი ახალი მთავრობის დაკომპლექტების შემდეგ განახლდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.