ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გომბორის უღელტეხილზე მიკროავტობუსის ხევში გადავარდნის შედეგად დაშავებულებს, რომელთაგან უმრავლესობა ბავშვები, მე-6 კლასელები არიან, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოინახულებს.
გომბორის უღელტეხილზე მიკროავტობუსის ხევში გადავარდნის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ავტომანქანის მძღოლი გამოკითხვის მიზნით გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში. თუ მძღოლის ბრალეულობა დადგინდა, მას 6-დან 10 წლამდე პატიმრობა ემქურება.
საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ საპარლამენტთაშორისო ასამბლეა დააფუძნეს. ასამბლეის შექმნის შესახებ განცხადებას დღეს ხელი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, უკრაინის ვერხოვნა რადას თავმჯდომარე ანდრიი პარუბიმ და მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ ანდრიან კანდუმ მოაწერეს.
9 ივნისს, წყალტუბოში, სპორტის სასახლეში, სტარტს იღებს საქართველოს ღია პირველობა ბადმინტონში, რომელშიც მონაწილეობენ მეზობელი ქვეყნების წარმომადგენლებიც.
8 ივნისს, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში „იმერეთის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი-2018“-ის დახურვის ცერემონიალი გაიმართა.
მიკროავტობუსი, რომელსაც თბილისიდან კახეთში ბავშვები ექსკურსიაზე გადაჰყავდა, გომბორის უღელტეხილზე ხევში გადავარდა, რის შედეგადაც დაიღუპა 4 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, დაზიანებები აქვს მიღებული 10-მდე ადამიანს.
თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მე-10 და მე-11 კლასების ორ მოსწავლეს შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ არასრულწლოვანები, მანდატურები და პედაგოგები შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ სამმართველოში გამოსაკითხად დაიბარეს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და დიდი შვიდეულის სახელმწიფოთა სხვა ლიდერებს შორის უთანხმოებამ და წინააღმდეგობამ სამიტის პირველივე დღეს იჩინა თავი.
მას შემდეგ, რაც ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ თბილისის 51-ე საჯარო სკოლის ადმინისტრაციისაგან მისი შვილის შესახებ პირუთვნელი ინფორმაციის გავრცელება მოითხოვა, მედიასთან კომენტარი გააკეთა აღნიშნული სკოლის დირექტორმა მანანა თურქაძემ.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით მოწმეზე ზემოქმედების ფაქტზე, გამოძიებით მოპოვებული ახალი მტკიცებულებების საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით, სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლით დაკავებულია 1973 წელს დაბადებული მერაბ მორჩაძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.