„ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის" დაქვემდებარებაში მყოფი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის მიერ 9 ივნისს კახეთის რეგიონში 650 კვადრატულ კილომეტრამდე საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დამუშავდა, რითაც კახეთის შვიდ მუნიციპალიტეტში მოსალოდნელი სეტყვა სრულად თავიდან იქნა აცილებული.
ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის გზაზე შეზღუდვებია დაწესებული. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
6 ივნისს, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილის „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართული მორიგი შეხვედრისას გადაწყდა, რომ ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქციის ორგანიზატორი შალვა ნათელაშვილი და მისი პარტია იქნება
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შაბათს, კანადაში დიდი შვიდეულის სამიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შემდეგ პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ გააკეთა მოწოდება იმის შესახებ, რომ დიდ შვიდეულს, რომელიც ადრე დიდი რვიანი იყო, რუსეთი უნდა შეუერთდეს - რუსეთი, რომელიც 2014 წელს გაერთიანებიდან გაძევებულ იქნა ყირიმის ანექსიის გამო, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპული საზღვრების დარღვევის პირველი შემთხვევა იყო - და მან მის წინამორბედს, ბარაქ ობამას დასდო ბრალი რუსეთის მიერ ყირიმში განხორციელებულ აგრესიაში.
„მირზა სუბელიანის დაკავება ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ხელისუფლება ყველა ნაბიჯს კანონის სრული დაცვით დგამს“, განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ხატიძემ.
პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი მირზა სუბელიანის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ყველა ბრალდებული, ვისაც კი რამე სახის შემხებლობა გააჩნია ხორავას ქუჩის საქმესთან შესაბამისად დაისჯება“.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კანადაში დიდი შვიდეულის სამიტის მოლაპარაკებებზე ტარიფების გაუქმების წინადადება წამოაყენა.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გომბორზე მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და აცხადებს, რომ ექსკურსიებთან დაკავშირებული რეგულაციები აშკარად გასამკაცრებელია და განსახილველია ბავშვთა ტრანსპორტირების უსაფრთხოების საკითხები.
პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ მირზა სუბელიანის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „არ არსებობს არავინ, ვინც კანონზე მაღლა დადგება და ვის მიმართაც იქნება რაიმე ტიპის ინდულგენცია და ხელშეუხებლობა, თუკი კანონით ამის წინაპირობა არსებობს“.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის, მირზა სუბელიანის დაკავებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „სახელმწიფო ყველა თავისი ქმედებითა და თითოეული ნაბიჯით ადასტურებს, რომ ჩვენს ქვეყანაში არ არსებობენ ხელშეუხებელი ადამიანები“ და „არავინ აპირებს ვინმესთვის ხელის დაფარებას“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.