თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ აქცია სახელწოდებით, „ნუ მომკლავ" მიმდინარეობს. ამ წუთებში აქციაზე შეკრებილებს სიტყვით გამომსვლელები მიმართავენ.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში პირველ ოფიციალურ შეხვედრას ცვეტა კარაიანჩევა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან გამართავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები 10 ივნისს, 16:00 საათზე დედაქალაქში, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას მაქსიმალურად უზრუნველყოფენ, ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
8 ივნისს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა გუდაურში საქართველოსა და უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქეებს შორის მომხდარ კონფლიქტის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
დუშეთის მუნიციპალიტეტის ლაფანაანთკარის ადმინისტრაციულ ერთეულის სოფელ აბანოსხევში გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სინგაპურში დონალდ ტრამპთან დაგეგმილ შეხვედრამდე ორ დღით ადრე ჩინეთის მიერ გამოყოფილი თვითმფრინავით ჩავიდა.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის, ბადრი ლიპარტელიანის განცხადებით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზის 91-ე კმ-ზე, სადაც დიდი მოცულობის მიწა-კლდის მასა იყო ჩამოსული, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცოტა ხნის წინ აღდგა.
პანკისში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციებზე იქნება „ბოლომდე" და იმ შემთხვევაში, თუ ეს აქციები შეწყდება და ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, აქციებს მთელი საქართველოს მასშტაბით თავად წამოიწყებს.
„ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა აცხადებს, რომ „ხელისუფლება არის დამუნჯებული, დაყრუვდა და თითქოსდა არ ესმის, რომ საზოგადოება, ხალხი ითხოვს სამართალს“.
„შენების მოძრაობის“ თავმჯდომარე და აწ დაშლილი კოალიციური გაერთიანების, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ „სისტემა ვერ დაინგრევა სისტემის შემქმნელის (ნაცმოძრაობის) რევანშით სისტემის შემნარჩუნებლის (ოცნების) წინააღმდეგ“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.