საქართველოსა და ხორვატიის თავდაცვის სამინისტროებს შორის თავდაცვის სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რაც ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას უფრო ინტენსიურს გახდის. დოკუმენტს ხელი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და მისმა ხორვატმა კოლეგამ დამირ კრსტიჩევიჩმა მოაწერეს.
23-26 ოქტომბერს თბილისი ტურიზმის ინდუსტრიის ინოვაციების ყოველწლიურ მსოფლიო ფორუმს "Welcome Challenge“ უმასპინძლებს. ფორუმთან დაკავშირებით სასტუმრო თბილისი მერიოტში პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს პირველი ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო.
ტურნირი მეათე წელია იმართება. ტურნირის ფარგლებში, მინი ფეხბურთში ერთმანეთს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლის გუნდები უპირისპირდებიან.
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში სამუშაო შეხვედრა დასრულდა. ქართული მხარის განცხადებით, შეხვედრას, რომელიც ექვსი საათის განმავლობაში გრძელდებოდა, კონკრეტული შედეგი არ ჰქონია.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე სოფ. სიქთარვაში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობასა და „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ წარმომადგენლებს შორის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
კომპანია „სვანეთი ჰიდროს“ მოწვევით, მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობასთან შეთანხმებით, მდინარე „მესტიაჭალაზე“ ნაპირსამაგრი გაბიონების მშენებლობის საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს.
პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, მას უთვალთვალებენ. როგორც მან „რუსთავი 2"-თან საუბრისას განაცხადა, აქციაში სახელწოდებით, „ნუ მომკლავ!“ ჩართვის შემდეგ, თვალთვალი სისტემატური გახდა.
პროექტის, „განავითარე შენი რეგიონი“ მონაწილეებსა და ორგანიზატორებს ლენტეხის N1 საჯარო სკოლამ უმასპინძლა. პროექტის მიზანია მუნიციპალიტეტების პოტენციალის აღმოჩენა, წარმოჩენა და განვითარება სხვადასხვა დარგების მიხედვით.
სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა, იოსებ ქარუმაშვილმა და მოადგილემ, ვანო ნასყიდაშვილმა მოინახულეს.
„2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი“ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.