„მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა პრიორიტეტულია ჩვენი ქვეყნისთვის, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ჯერ კიდევ მანამდე დავიწყეთ ამ პრიორიტეტების გამოკვეთა, ვიდრე დადგინდებოდა მდგრადი განვითარების მიზნები, როდესაც ჩამოყალიბდა ახალი პოლიტიკა, განსაკუთრებით სოციალური მიმართულებით, სხვადასხვა მიმართულებით“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სემინარზე - „საპარლამენტო ინიციატივა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად“, სიტყვით გამოსვლისას.
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი ვარაუდობს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი ახლა დაწყებული იქნებოდა, ის რომ „დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტი ყოფილიყო.
ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, რომელიც ახლახან ოძეკის ტიტულის მფლობელი გახდა, იაპონიიდან საქართველოში დაბრუნდა. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მას გულშემატკივრები, ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ.
მეტროპოლიტენის თანამშრომლები აცხადებენ, რომ დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაფიცულებთან ერთად უნდა იმყოფებოდეს და ისე სცემდეს მათ მოთხოვნებსა და თუ შეკითხვებს პასუხს.
როცა ამდენი ადამიანი გამოდის, რაღაცას აპროტესტებს, აჩერებს მეტროს, რომელიც მთელი ქალაქის ხერხემალია და ასეთ დისკომფორტს უქმნის მოქალაქეებს, უნდა მოვიდეს ვიღაც, დაგველაპარაკოს, აცხადებს ერთ-ერთი გაფიცული მემანქანე დავით გაგუა.
„ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ საერთო მიზნის მისაღწევად - გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვა და უზრუნველვყოთ მეტი მშვიდობა და უსაფრთხოება“, - ეს იყო ნატოს ტრანსფორმაციის გაერთიანებული სარდლობის (SACT) მეთაურის, გენერალ დენის მერსიეს მთავარი გზავნილი, რომელიც საქართველოს თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გააჟღერა.
ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე არ გამორიცხავს, რომ კონკრეტული მემანქანეების პასუხისმგებლობიის საკითხი დადგეს. როგორც ხმალაძე აცხადებს, მეტროს მემანქანეებმა დაარღვიეს როგორც კომპანიის შინაგანაწესი, ასევე სასამართლოს გადაწყვეტილება. აღნიშნულს კი, მისი თქმით, სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.
პრემიერ მინისტრი მზად არის, მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებულ საკითხებზე სასაუბროდ, რა თქმა უნდა, პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მონაწილეობის გარეშე, პირადად შეხვდეს ხორავას ქუჩაზე მოკლული ორივე მოზარდის მშობლებს, აცხადებენ საქართველოს პრემიერ მინისტრის პრესსამსახურში.
„საქართველო მასპინძლობს EuroDIG–ს, ევროპულ დიალოგს ინტერნეტ-მმართველობისთვის. ეს არის პირველი შემთხვევაში, როდესაც ასეთ მნიშვნელოვანი ფორუმი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ტარდებa", აცხადებს დიმიტრი ქუმსიშვილი.
შსს-ს ცნობით, უწყების თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1984 წელს დაბადებული ვ.მ. და 1964 წელს დაბადებული ლ.ა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.