თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ აქცია განახლდა. როგორც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა დააანონსეს, საინფორმაციო მიტინგზე ოპოზიციის სამოქმედო გეგმის შესახებ გახდება ცნობილი.
თბილისის მერი კახა კალაძე მეტროს მემანქანეების მიერ დაანონსებულ გაფიცვას გამოეხმაურა. როგორც მერი აცხადებს, თუკი მემანქანეები გაიფიცებიან, კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს მიმართავენ.
აღარ მჭირდება არანაირი ხალხი, მარტო ვრჩები ამ ბრძოლის ველზე, აღნიშნული განცხადება ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამამ, ზაზა სარალიძემ ვაკის პარკში გააკეთა, სადაც იგი აქციაზე „აღდგეს სამართლიანობა პოლიტიკოსების გარეშე“ იყო მისული.
ვაკის პარკში მიმდინარე აქციაზე „აღდგეს სამართლიანობა პოლიტიკოსების გარეშე“ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა, ზაზა სარალიძე მივიდა.
ჩვენ არასტაბილურობის შექმნის საფუძველს არავის მივცემთ, განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
გუშინ უბრალოდ გაცხადდა ოფიციალურად, რომ საუბარია პარტიულ მიტინგზე - წინა დღეებში ჩვენ ვხედავდით როგორ წარიმართებოდა და ვის მიერ იყო ორგანიზებული ეს მიტინგები, აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
ხვალიდან იუსტიციის სამინისტრო დაიწყებს საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით მომავალი მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე მსჯელობას, ამის შესახებ მედიის წარმომადგენლებთან პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
პოლიტიკოსები შეხვედრაზე სამოქმედო გეგმაზე იმსჯელებენ, რომელიც დღეს, 3 ივნისს 18:00 საათზე რუსთაველის გამზირზე გასაჯაროვდება
უახლოეს დღეებში გაიმართება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც მოხდება საგამოძიებო კომისიის შემადგენლობის დამტკიცება, აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ხორავის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გააკეთა.
ალეკო ელისაშვილი მიიჩნევს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ზაზა სარალიძეს საკუთარი პოლიტიკური ამბიციებისთვის იყენებს. ელისაშვილი დღეს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამის მოსანახულებლად მივიდა, თუმცა, ზაზა სარალიძე იქ არ დახვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.