„ირაკლი შოთაძის გადადგომა რომ სამართლის უზენაესობის გზაზე სიარულისთვის ცალსახა ნეგატივია, ამას დრო აჩვენებს ძალიან კარგად“, აცხადებს იუსტიციის მინისტრი, რომელიც შოთაძის გადადგომის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.
პარტია „ქართულ ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესა და მთავარი პროკურორის გადადგომას სპეციალური განცხადებით ეხმაურება.
ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანი დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ მთავარი პროკურორის პოსტიდან ირაკლი შოთაძის გადადგომა საკმარისი არ არის და სანამ პროკურატურის მაღალჩინოსნები სისხლის სამართლის პასუხისგებაში არ მიეცემიან, მანამდე ისინი დაშლას არ აპირებენ.
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე მთავარი პროკურორის გადადგომის შემდეგ, მის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიცემას ითხოვს.
საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ განცხადება პროკურატურის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
მთავარ პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა მივიდა. როგორც მაკა ჩიჩუამ განაცხადა, ის აქციის მონაწილეების და გარდაცვლილის მამის გვერდითაა.
შეერთებულმა შტატებმა თავისი გეგმების შესახებ გამოაცხადა, რაც მის მოკავშირეებზე ტარიფების დაწესებას ითვალისწინებს, საუბარია ფოლადისა და ალუმინის იმპორტებზე ევროპის კავშირიდან, კანადიდან და ასევე მექსიკიდან.
მთავარ პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე პანკისში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი მივიდა.
თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ჰამი აქსოიმ სირიის რეჟიმის მიერ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა და თქვა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება საერთაშორისო სამართლის, გაეროს ქარტიისა და გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებების უხეშ დარღვევას წარმოადგენს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (31 მაისი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0055 პუნქტით გამყარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.