საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გერმანიის ფედერაციული რეპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალ-ინსპექტორი, გენერალი ებერჰარდ ცორნი კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC) ეწვია.
„მთავარი პროკურორის დღევანდელი გამოსვლა გარდა იმისა, რომ არის ცინიკური, არაფრისმომტანია, ის ნავთს ასხამს ცეცხლზე. ჩვენ ვიხილეთ რაღაც სამ პუნქტად ჩამოყალიბებული სამოსანის ტონალობაში მთავარი პროკურორის გამოსვლა, ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მთავარი პროკურორის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
მთავარ პროკურატურასთან ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, „შენების მოძრაობის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი დავით უსუფაშვილი მივიდა და განაცხადა, რომ „პროკურატურამ ვერ უზრუნველყო ვერც საქმის გამოძიება, ვერც დაზარალებულებთან თანამშრომლობა, ვერც საზოგადოებაში ნდობის მოპოვება“ .
სამხედრო მოსამსახურეებსა და მოწვეულ სტუმრებს ავიაციის დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა გენერალ-მაიორმა, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიულოცეს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოტანილი განაჩენის შესახებ მთავარი პროკურორის განცხადებას ეხმაურება.
მთავარ პროკურატურასთან ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად მივიდა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელიც სრულ უნდობლობას უცხადებს პროკურატურას და მოუწოდებს „ჯანსაღ, პროდასავლურ ოპოზიციას“ დაასრულოს ივანიშვილის და მისი ხელისუფლების „შეთქმულება ქართველი ხალხის წინააღმდეგ“.
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეში უცხოელი პროკურორები ჩაერთვებიან, განაცხადა ირაკლი შოთაძემ საგანგებო ბრიფინგზე.
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შეიქმნება, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
სასამართლოს განაჩენს კატეგორიულად არ ვეთანხმებით, აღნიშნული განცხადება მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ ამ წუთებში მიმდინარე საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
2018 წლის 31 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ხორავას ქუჩაზე მომხდარ არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ორივე პირის მიმართ. კერძოდ, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობისათვის და მკვლელობის მცდელობისათვის სასამართლომ არასრულწლოვანი ბრალდებულები დამნაშავედ სცნო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.