იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარის, ნოე რამიშვილის, შესახებ ალბომის პრეზენტაცია გაიმართა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (30 მაისი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0002 პუნქტით გაუფასურდა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრს ნიკოლ ფაშინიანს პირისპირ შეხვდა, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტმა სომხეთის პრემიერსა და დელეგაციას სამუშაო სადილზე უმასპინძლა.
წინასწარი შეფასებით, 2018 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.5 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა.
ღონისძიებაში, რომელიც პროექტ „განავითარე შენი რეგიონის“ ფარგლებში ჩატარდა, ადიგენის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში სამი მამაკაცი მოკლული იპოვეს. სამივე გარდაცვლილი სახლში მეზობელმა ნახა.
ჩემთვის დიდი პატივია პირველი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში ყოფნა, ვინაიდან, ჩვენს პოლიტიკურ დღის წესრიგში საქართველოსთან ურთიერთობების სამომავლო განვითარებას განსაკუთრებული ადგილი და მნიშვნელობა ენიჭება, განაცხადა სომხეთის პრემიერ მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ქართველ კოლეგასთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
ერთგვარად სიმბოლურია, რომ სომხეთის პრემიერ მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში სწორედ მაშინ განხორციელდა, როდესაც ჩვენ ერთსა და იმავე პერიოდში ვზეიმობთ ჩვენი რესპუბლიკების დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილეს და ორივე ქვეყნისთვის ეს ისტორიული მოვლენა სწორედ ჩვენს ქალაქში, თბილისში მოხდა, განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სომეხ კოლეგასთან პირისპირ და გაფართოებული შეხვედრის გამართვის შემდეგ.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე და პირველი მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძე სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელ ვახტანგ იამანიძესა და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად სოფ.რუფოთისა და ახალთერჯოლის საჯარო სკოლებში იმყოფებოდნენ, სადაც პედკოლექტივს გაესაუბრნენ და სკოლების ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.
საქართველოს წყალმომარაგების კომპანიის დუშეთის სერვის-ცენტრი დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, ქ.დუშეთში, ზანდუკელის ქუჩის მონაკვეთზე, ახორციელებს სასმელი წყლის სისტემის აღდგენას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.