ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში მამაკაცმა ორი თანასოფლელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა და შემდეგ საკუთარი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივს ცენტრს (JTEC) დაარსებიდან ორი წელი შეუსრულდა. საზეიმო ცერემონიას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, უწყების მაღალჩინოსნები და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის წარმომადგენლები დაესწრნენ.
საქართველოს სომხეთის პრემიერ - მინისტრი ეწვია. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და სომხეთის თავდაცვის მინისტრს შორის მთავრობის ადმინისტრაციაში ორმხივი შეხვედრა გაიმართა.
ლენტეხის მუნიციპალიტეტში გამართულ სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი გაზდელიანი. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები განიხილეს:
სომეხმა ხალხმა გამოავლინა ერთობის და დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულება, რის შედეგადაც ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება მოხდა, უთხრა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მის სომეხ კოლეგას, რომელსაც იგი მთავრობის ადმინისტრაციაში მასპინძლობს.
საქართველოსა და სომხეთის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს გიორგი კვირიკაშვილისა და ნიკოლ ფაშინიანის გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე, რომელიც, საქართველოსა და სომხეთის მინისტრთა კაბინეტის წევრების მონაწილეობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სომხეთის პრემიერ მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს მთავრობის ადმინისტრაციაში პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა.
ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, ტოჩინოშინი, ოფიციალურად ოძეკის ტიტულის მფლობელი გახდა. მან ოძეკის ფიცი დადო და ამიერიდან მეორე საფეხურზე განაგრძობს ასპარეზობას.
საინჟინრო ბრიგადაში აშშ-ის ევროპული სარდლობის (EUCOM) ფეთქებადი საბრძოლო მასალების გაუვნებელყოფის (EOD) ასეულის ინსტრუქტორების მიერ განაღმვის სწავლება დაიწყო. სწავლებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადის ფეთქებადი საბრძოლო მასალების განადგურების (EOD) ასეულის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.