დაბა მესტიაში, თამარ მეფის ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს. სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება და რეაბილიტაცია შეეხება გზის ერთკილომეტრიან მონაკვეთს.
26 მაისს, ონის მუნიციპალიტეტში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილე სხვადასხვა კულტურულ - სპორტული ღონისძიებებით აღინიშნა. ეროვნულ სამოსში გამოწყობილმა ონელმა ახალგაზრდებმა დროშებით ხელში მოაწყვეს მსვლელობა ქალაქის ქუჩებში.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორი აცხადებს, რომ დღეს ბრალდებულმა სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში არარეალურ ფაქტებზე ისაუბრა.
ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე მიიჩნევს, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებულის ჩვენებით კონფლიქტის მონაწილეთა გადამალვაში მირზა სუბელიანის ჩართულობა დადასტურდა.
პაატა გუჯეჯიანს, რომელმაც აშშ-ის საზღვაო აკადემიაში სწავლა დაასრულა, დიპლომი აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გადასცა. დიპლომების გადაცემის ოფიციალური ღონისძიება ანაპოლისში გაიმართა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (28 მაისი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0142 პუნქტით გამყარდა.
„ტურიზმი არის საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ძირითადი სექტორია, რომელიც ჩვენს ეკონომიკაში რამდენიმე ათეულ ათას სამუშაო ადგილს ქმნის, პირდაპირ და არაპირდაპირ ჩვენ ვითვლით 180 ათასამდე სამუშაო ადგილს. შარშან ტურიზმმა ჩვენს ეკონომიკაში 2,7 მლრდ დოლარზე მეტი შემოსავალი დააგენერირა", განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
დიასპორის ფორუმი 2018 წლის მონაწილეები სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პარტრიარქს ილია მეორეს ეწვივნენ. პატრიარქმა დიასპორის წარმომადგენლები დალოცა და სულთმოფენობა მიულოცა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, 1967 წელს დაბადებული კ.დ., ქურდობის ბრალდებით, ზუგდიდში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ უფლებადამცველ მ.ბ.-ზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მისცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.