საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის პროცედურები დაიწყო.
სირიის არაბთა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარებასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ადვოკარი ტარიელ კაკაბაძე აცხადებს, რომ დამოუკიდებელ ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილს არ უთქვამს, რომ მკვლელობის იარაღი აპრიორი მაკრატელია.
სირიამ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. ინფორმაციას ამის შესახებ სირიული მედია ავრცელებს.
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე პროკურატურის მიერ საქმის მასალების ნაწილის გამოქვეყნებას ეხმაურება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა „ლიბერთი ბანკის“ ერთ-ერთი ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი გახსნეს.
საქართველოს მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ ხორავას ქუჩაზე - მოზარდების მკვლელობის ადგილიდან ამოღებულ ნივთმტკიცებათა შორის არის მაკრატელი, რომელიც როგორც უწყება ირწმუნება, ადგილზე მისულ სამედიცინო პერსონალს ეკუთვნოდა.
„მალაიზიის ავიახაზების“ გაუჩინარებული თვითმფრინავის სამძებრო სამუშაოები უშედეგოდ დასრულდა. შეერთებულ შტატებში ბაზირებული კერძო კომპანია „Ocean Infinity“-ი სამხრეთ ინდოეთის ოკეანის დიდ ფართობზე 90-დღიანი ძებნითი სამუშაოების განსახორციელებლად ღრმაწყლოვან საზღვაო ხომალდს იყენებდა, მაგრამ ვერაფერს მიაგნო, მალაიზიის მთავრობამ კი განაცხადა, რომ მას ახალი ძებნითი სამუშაოების ჩატარების გეგმები არ გააჩნია.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გაიმართა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოკადრებს საგანგებო ბრიფინგზე გამოეხმურა. როგორც შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე განმარტა, ვიდეოჩანაწერში ასახულია ბრალდებულისგან დნმ-ის ნიმუშის იძულებით აღების ფაქტი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.