სომხები და ქართველები მრავალი ასეული წლის მანძილზე ვცხოვრობთ როგორც ძმები და დები და არასოდეს გვქონია რამე მნიშვნელოვანი კონფლიქტი და გაუგებრობა, განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარქისიანმა თავისუფლების მოედანზე, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს და დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძებაზე სიტყვით გამოსვლისას.
პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავი და დამოუკიდებლობის დღე ქართველ ხალხს თავისუფლების მოედანზე ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა მიულოცა.
„საქართველოს ისტორია გვაკისრებს უდიდეს პასუხისმგებლობას ჩვენი მომავლის წინაშე - ჩვენ უნდა დავიცვათ, შევინარჩუნოთ და განვავითაროთ არა მარტო ეროვნული სუვერენიტეტი და დემოკრატიული წყობა, არამედ აღვადგინოთ სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა და შემოვირიგოთ და დავიბრუნოთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები და დები“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თავისუფლების მოედანზე, წვევამდელთა სამხედრო ფიცის დადების ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას.
„გამარჯობა საქართველო“, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავი მოსახლეობას ლიეტუვის პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ, ქართულად მიულოცა.
მჯერა, რომ 100 წლის წინ დადებულ ფიცს ბოლომდე აღვასრულებთ და საქართველო დამკვიდრდება, როგორც ძლიერი და შეუქცევადი დემოკრატიის სახელმწიფო", აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესა და დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისში, თავისუფლების მოედანზე ფიცის დადების ცერემონია გაიმართა.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესა და დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისში, თავისუფლების მოედანზე ფიცის დადების ცერემონია გაიმართა.
თბილისში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი, საქართველოს ყოფილ პრემიერ მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს შეხვდა.
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ მეორე ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.