„რუსთავი 2“-სა და ეკლესიას შორის არსებული ურთიერთობის „გამოსწორების“ იმედი გამოთქვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, რომელმაც დღევანდელი ქადაგებისას სამაუწყებლო კომპანიის წარმომადგენლებს მიმართა და ურჩია, რომ „არ უნდა შეეხოთ, უხეშად არ უნდა შეეხოთ სარწმუნოებას, ქრისტიანობას, ეს არ რჩება დაუსჯელი“.
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ თბილისში, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციაზე შეკრებილი ქართველი ძიუდოისტები. ისინი პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას და საკითხის გადაწყვეტაში მის ჩარევასაც ითხოვენ.
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის კალისტრატე ცინცაძის სახელობის სახლ-მუზეუმი გაიხსნა.
ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში (SNGP) გერმანია მნიშვნელოვანი და ამბიციური ინიციატივის მხარდამჭერი ქვეყანა გახდება. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი:
საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე იზეიმეს წყალტუბოში. ქალაქის ცენტრალურ პარკში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა კულტურული, სპორტული და ინტელექტუალური ღონისძიებები გაიმართა.
26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავი და ხვამლობის დღესასწაული ხვამლის მთაზე აღინიშნა.
საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოხარული იქნება, თუკი, საქართველოს პარლამენტი სწრაფად მიიღებს კანონს და წარმოშობით ქართველებისათვის ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების საკითხთან დაკავშირებული პროცედურები უფრო ლიბერალური გახდება.
ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის დაქვემდებარებაში მყოფი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის, მართვის ცენტრის მიერ 26 მაისს კახეთის რეგიონში 433 კმ 2 საერთო ფართობის მქონე სეტყვასაშიში ღრუბლის მასები რამდენიმე ეტაპად დამუშავდა, რითაც კახეთის ექვს მუნიციპალიტეტში მოსალოდნელი სეტყვა სრულად იქნა თავიდან აცილებული.
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს ქვეყანასა და ხალხს პარტია „ქარული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ულოცავს:
ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის „ურყევი ნებაა“, რომ სინგაპურში, აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან დაგეგმილი შეხვედრა გაიმართოს, აცხადებს ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.