დუშეთის კულტურის სახლში თეატრალური ფესტივალი „ოქროს ნიღაბი“ გაიმართა. ფესტივალში, რომელიც უკვე მე-6 წელია იმართება, სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ფილიალების აღსაზრდელები და საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
დუშეთის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდა. მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებას ქირურგიის ეროვნული ცენტრის სხვადასხვა პროფილის ექიმი-სპეციალისტები მთელი დღის განმავლობაში უწევდნენ.
ვინძორის სასახლეში, წმინდა გიორგი სამლოცველოში პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლიმ საქორწინო ბეჭდები გაცვალეს და თავიანთი აღთქმა დადეს. ჰარი და მეგანი დაქორწინებულები არიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბოლო ერთ კვირაში, 9 ე.წ. „თურქულ ბარსა“ და 5 რესტორანში პროსტიტუციაში ჩაბმის ფაქტებზე საგამოძიებო ღონისძიებები ჩაატარეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველ განყოფილებაში მიმდინარე წლის 18 მაისს შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განხორციელდა. მიღებული შეტყობინების საფუძველზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გაირკვა, რომ გასროლა 1979 წელს დაბადებულმა ლ.რ.-მ განახორციელა.
ვინძორის სასახლეში პრინც ჰარისა და მეგან მარკლის საქორწინო ცერემონია მიმდინარეობს. სტუმრებს შორის არიან როგორც ახალგაზრდა თაობის ცნობილი ადამიანები, ასევე ვეტერანები. 600 დაპატიჟებულ სტუმარს შორის არიან ოპრა უინფრი, ჯორჯ და ამალ კლუნები, დევიდ და ვიქტორია ბეკჰემები და ელტონ ჯონი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, საქართველოს მოქალაქე ტანრივერდი კ. და რუსეთის მოქალაქე ვილაიატ ა. დააკავეს.
სტუმრები, რომელთა შორის არიან როგორც ახალგაზრდა თაობის ცნობილი ადამიანები, ასევე ვეტერანები, ვინძორის სასახლეში იკრიბებიან, სადაც პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილი იმართება.
ფოთის მუნიციპალიტეტის მერის, გოჩა კურდღელიას განცხადებით, ფოთში, მალთაყვის უბანში, ყოფილი სასტუმროს შენობაში მცხოვრებ ოჯახებს ქუჩაში უსახლკაროდ დარჩენა არ ემუქრებათ.
ერთადერთ გამოსავალს, გადაჭარბების გარეშე ვამბობ, ვხედავ რომ ეს ადამიანები ივანიშვილის თამადობით მალე და ძალიან მალე უნდა გავუშვათ სახლებში, აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ფოთში გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.