შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ დეპუტატ ირმა ნადირაშვილისთვის პასუხის გაცემისას განაცხადა, რომ ბერა ივანიშვილის კლიპი არც კვირას, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე მისვლამდე და არც მის შემდეგ არ უნახავს და კლიპზე საუბარი მას არასერიოზულად მიაჩნია.
სისტემა გახდა ჰუმანური, რაც არის პირველადი მიღწევა, რაც არის კონცეფტუალური მიღწევა, მაგრამ სისტემა ვერ გახდა ამ მოკლე დროში შესაბამისად ეფექტური, აღნიშნული განცხადება შს მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელი საკრებულოს თანამდებობის პირებთან ერთად, ქალაქ გარდაბნის №4 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა.
გურამ ბზვანელის სახელობის ვანის სამუსიკო სასწავლებლის სცენაზე ღვაწლმოსილი პედაგოგის, ლუდმილა ბრეგვაძის 70 წლის საიუბილეო საღამო გაიმართა.
აშშ-ის სენატმა ხუთშაბათს ჯინა ჰასპელი ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის პოსტზე დაამტკიცა - 54 ხმით 45-ის წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მის კანდიდატურას ბევრი მძლავრად ეწინააღმდეგებოდა CIA-ს სასტიკი წამების პროგრამაში მისი როლის გამო.
თქვენ ამბობდით ბოდიშს პირით, მაგრამ ბავშვურად ხელი გქონდათ გადაჯვარედინებული და გულში ამბობდით, რომ გატყუებთ, ასე მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შს მინისტრს თბილისში ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციების გასაპროტესტებლად აქციაზე შეკრებილი ახალგაზრდებისთვის ბოდიშის გადახდასთან დაკავშირებით.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (18 მაისი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0023 პუნქტით გაუფასურდა.
„ერთიანი ნაციოანალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი სამეგრელო-ზემო სვანეთის ფინანსურ პოლიციაში დაიბარეს, რადგანაც ოკუპირებული აფხაზეთიდან სამგრელოს რეგიონში კონტრაბანდის შემოტანისა და მაღალჩინოსნების მიერ მისი შესაძლო მფარველობის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო.
„მე დღეს გავაჟღერე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, რომ ჩვენ მათ ველოდებით და გვინდა, რომ ისინი იყვნენ საკრედიტო-საგარანტიო ფონდში როგორც აქციონერები, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი“, განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან შეხვედრის კომენტირებისას.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების - ჯანდარის, ვახტანგისის, ქესალოსა და ნაზარლოს გზების მოასფალტებისთვის წინამოსამზადებელი სამუშაოები ტენდერში გამარჯვებული კომპანიის - „სკინჩის’’ ტექნიკურმა ჯგუფმა სოფელ ვახტანგისიდან დაიწყო. სამუშაოების განხორციელება დაიწყება პარალელურად სოფელ ჯანდარაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.