„საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობის ფარგლებში ახალი ეპოქა იწყება, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივებში ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, თითოეული მოქალაქის დაცულობის ხარისხს უფრო გაზრდის და გააძლიერებს“, - ამ სიტყვებით შეაფასა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ GDRP-ის დაწყება და საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) გახსნა დღეს, ვაზიანის აეროდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე.
„პატრულის და პოლიციის ადგილი სკოლაში არ არის, თუმცა მანდატური უნდა იყოს უფრო ეფექტური“, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
შინაგან საქმეთა მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა იმ პოლიციელებს, რომლებმაც საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს თბილისის ღამის კლუბებში და დასძინა, რომ ვერავინ ვერ შეძლო წარმოედგენა პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების თაობაზე.
პარლამენტში დეპუტატები შინაგან საქმეთა მინისტრს უსმენენ. პლენარულ სხდომაზე ამ წუთებში გიორგი გახარია შსს-ს რეფორმებზე საუბრობს.
საკანონმდებლო ორგანოში შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გამოსვლა დაიწყო. გახარია ამ წუთებში უწყების რეფორმებზე საუბრობს.
გალში ინციდენტების პრევენციის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის შედეგებზე ენგურის ხიდზე ჟურნალისტებთან სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ ისაუბრა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის მზაობასთან დაკავშირებით გამოხატული სურვილის რეალურად განხორციელებას „თეორიულად შესაძლებლად“ მიიჩნევს, თუმცა აკონკრეტებს, რომ „ამას სათანადო მომზადება სჭირდება“.
სოლსბერიში მარტის დასაწყისში ქიმიური ნივთიერებით მოწამლული ყოფილი ორმაგი ჯაშუში სერგეი სკრიპალი საავადმყოფოდან გაწერეს.
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი ქართულ მედიასაშუალებებს ჟურნალისტური ეთიკის დარღვევაში სდებს ბრალს და აცხადებს, რომ მისი და რუსთავის ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების პოლონეთში ჩაშლილი ვიზიტის შესახებ სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია ფაქტებს არ ეფუძნება.
საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივითა და მოწვევით, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად, თბილისს ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტო ეწვევა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.