საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე „Freedom House”-ის მიერ ანგარიშში მოყვანილი მცდარი ფაქტების გასწორებას ეხმაურება და აცხადებს, რომ „ეს ყველაფერი მიუთითებს კიდევ ერთხელ იმაზე, რომ სწორი იყო ჩვენი მხრიდან ამ ანგარიშის გაკრიტიკება და ამ უზუსტობებზე და შეცდომებზე მითითება“.
„ჩვენი მისწრაფება და მზადყოფნა, გავხდეთ ნატოს წევრი, ურყევი და მტკიცეა“, ამ სიტყვებით დაიწყო თავისი გამოსვლა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა „სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მეხუთე ფორუმზე“.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიამ დღეს, 16 მაისს, ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „სკინჩთან’’ ხელშეკრულება გააფორმა.
საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოთქმულ მზაობას რუსეთის ლიდერთან დიალოგის შესახებ ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გრიგოლ ვაშაძე გამოეხმაურა.
ღაზას სექტორში, ორშაბათს, ისრაელის სამხედრო ძალების მიერ პალესტინელთა მასობრივი ხოცვა-ჟლეტის გამო ისრაელსა და თურქეთს შორის დიპლომატიური უთანხმოება გრძელდება და ოთხშაბათს ისრაელის უმაღლესი რანგის დიპლომატის „შეურაცხყოფით“ გაგრძელდა.
თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრია, მიუხედავად იმისა, რომ იგი მიეკუთვნება ე.წ ახალგაზრდა დემოკრატიის ქვეყნების სასამართლოების რიგს, აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა კონსტიტუციური მართლმსაჯულების ასოციაციის კონგრესზე გააკეთა.
ევროკავშირს განზრახული აქვს ირანიდან შესყიდულ ნავთობზე საფასურის გადახდისას დოლარი ევროთი ჩაანაცვლოს, იტყობინება ახალი ამბების სააგენტო „რია ნოვოსტი“ ბრიუსელიდან, წყაროზე დაყრდნობით.
სულ ვამბობ ხოლმე, მე ვნატრობ იმ დროს, როდესაც რუსეთის ლიდერს დაველაპარაკები არა მისი იმიჯიდან გამომდინარე, არამედ ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც აქვს რომელიმე რუსულ ოჯახს, პერმში იქნება თუ მოსკოვში. აი, იქიდან გამომდინარე თუ მე დამელაპარაკება რუსი ლიდერი, ჩვენ დავლაგდებით, აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გააკეთა.
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრები დღეს ვიზიტად რუსეთს ეწვევიან. როგორც გამგზავრების წინ პარტიის წარმომადგენელმა, ადა მარშანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ალიანსი მოსკოვში შეხვედრებზეგანიხილავს იმ საკითხებს, რომლებიც ყველაზე პრობლემური და საჭირბოროტოა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.