წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა, ისრაელის დელეგაცია მიიღო. შეხვედრას მერის მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე პაატა ახალაძე და მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი რიმა მარგიანი ესწრებოდნენ.
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო კომპანიის „EON Reality“ დამფუძნებელს ლეჟესკარს (Dan Lejerskar) შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
სომხეთის პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა, ნიკოლ პაშინიანმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთი სომხეთის სტრატეგიულ მოკავშირედ დარჩება და დაამატა, რომ სომეხი ხალხი არ ითხოვს ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილმა 2018 წლის 27 აპრილს მონაწილეობა მიიღო ქ. ლუბლიანაში (სლოვენია) ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ტრანსპორტის მინისტერიალზე, რომელზეც აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების მიერ მიღებული იქნა დეკლარაცია საგზაო უსაფრთხოების შესახებ.
2018 წლის პირველი მაისიდან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) ყველა წევრ-სახელმწიფოს შორის ამოქმედდა.
„წინასწარი შეფასებით, 2018 წლის მარტში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 5.6% შეადგინა. ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, პირველი კვარტლის საშუალო ზრდა 5.2% -ია“, განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ეკონომიკის ზრდასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალურ ვიზიტად ისრაელში გაემგზავრა. ლევან იზორიას მასპინძლობას ისრაელის თავდაცვის მინისტრი ავიგდორ ლიბერმანი გაუწევს.
სომხეთის პარლამენტის სპიკერმა, არა ბაბლოიანმა პრემიერ მინისტრობის ოპოზიციონერი კანდიდატის, ნიკოლ პაშინიანის სიტყვით გამოსვლისას პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა იმ დროს, როცა პრემიერობის კანდიდატი მიტინგზე ბავშვების უფლებებთან დაკავშირებით საუბრობდა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (1 მაისი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0018 პუნქტით გამყარდა.
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ქალთა ოთახის ორგანიზებით, ფერმერ ქალთა ასოციაციამ ლოზუნგით „ძლიერი ფერმერი, ძლიერი სოფელი, ჯანმრთელი მომავალი თაობა“ შეხვედრა გამართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.