საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონის შედეგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სებ-ის ცნობით, 2018 წლის 3 აპრილს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (3 აპრილი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0123 პუნქტით გამყარდა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ სამხედრო პირადი შემადგენლობის მართვის საკითხებთან დაკავშირებით სემინარი დაიწყო. ღონისძიება საქართველოს გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნუკრი გელაშვილმა გახსნეს.
გამოფენას წყალტუბოს მუნციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი, საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი და საკრებულოს წევრები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სტუმრობდნენ
საქართველოს პროკურატურამ ჩატარებული ეფექტიანი გამოძიების შედეგად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 5 ყოფილი თანამშრომელი - ნ.ჯ., გ.ა., ა.ც., მ.მ., და ბ.ღ. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა, ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია და ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი ეროვნულ სკრინინგ-ცენტრს ეწვივნენ და ცენტრისთვის საჩუქრად გადაცემული თანამედროვე ციფრული მამოგრაფის მუშაობას გაეცნენ.
თბილისში, საბურთალოს რაიონში, ალექსანდრე ქუთათელის ქუჩაზე გზის აღდგენა დასრულდა. რეაბილიტირებული ქუჩა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა.
თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრს „ფიატის“ მარკის უახლესი მოდელის ათი ავტომობილი შეემატა, რომლითაც მოძველებული ავტომანქანები ჩანაცვლდა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვას ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა. როგორც მან ჟურნალისტებთანს საუბრისას განაცხადა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის პათოსი დამარცხებისთვის არის განწირული.
პარლამენტში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია გაჩეჩილაძე და პარტია „ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე დაუპირისპირდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.