2018 წლის 21 მარტს, 13:00 საათზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ, გუბერნატორის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა, ცაგერის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული ადგილები დაათვალიერეს და მიმდინარე სამუშაოებს გაეცვნენ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის, ზაქარია ენდელაძის ინიციატივით, ადიგენის კულტურის სახლს, მსახიობის, პოეტის, ღირსების ორდენის კავალერის, მრავალი სიგელის, დიპლომისა და ჯილდოს მფლობელის, მხატვრული კითხვის ოსტატის, ორატორის შალვა კეღოშვილის სახელი მიენიჭა.
პროგრამა „ქართული ჩაის“ ფარგლებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფურჩხეთში ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია დაიწყო. მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა, მრჩეველმა ნიკა აფხაძემ პროგრამა „ქართული ჩაის“ მენეჯერმა ლევან უროტაძემ და შპს „რენეგეიდ თის“ წარმომადგენელმა ჰანეს საარპუმ მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.
სასამართლომ ყაჩაღობაში ბრალდებული დამნაშავედ სცნო. ამის შესახებ მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
20 მარტს ქალაქ გარდაბანში, „ნოვრუზ ბაირამის“ დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩატარდება.
სასამართლომ ოჯახური დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული დამნაშავედ სცნო. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
ჩინეთის პრეზიდენტმა ქსი ძინპინგმა, რომელსაც ახლახან კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების შედეგად, რომლითაც ორი ვადით არჩევის შეზღუდვა მოიხსნა, ქვეყნის სათავეში სიცოცხლის ბოლომდე ყოფნის შესაძლებლობა მიეცა, ეროვნულ სახალხო კონგრესს უთხრა, რომ ჩინეთი, მისი განვითარების გამო, თვითკმაყოფილებას არ უნდა მიეცეს.
გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელი 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად მუნიციპალიტეტის სათავეში მოსული „ქართული ოცნების“ ახლადჩამოყალიბებული გუნდის მიერ განვლილ 100-დღიან საქმიანობას აჯამებს და დეტალურად აღწერს იმ პრიორიტეტებს, რაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ ამ ხნის განმავლობაში დასახა და ნაწილობრივ განახორციელა კიდეც.
რუსეთის პრეზიდენტად მორიგი 6 წლით აბსოლუტური უმრავლესობით არჩეულმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ იგი ღიაა სხვა სახელმწიფოებთან „კონსტრუქციული“ დიალოგისათვის, თუმცა დაამატა: „რა თქმა უნდა ეს მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული. უბრალოდ, როგორც ეს სიყვარულშია, ორივე მხარემ უნდა აჩვენოს ინტერესი, თორემ მაშინ სიყვარული არ გამოვა“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.