საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ „რუსთავი – 2“- ის ა.წ. 18 მარტის სიუჟეტი თავისი უტიფრობით, სარკაზმითა და ცინიზმით საზოგადოებისთვის ღია გამოწვევად იქცა“.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დმანისის ტერიტორიაზე არსებული 16 ჰა მიწის ნაკვეთზე გამოცხადებული აუქციონი სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა და მასში 14 პოლიტიკური პარტიისაგან შემდგარმა „დმანისის გადარჩენის ფონდმა“ მოიგო.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდნ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვენების შემდეგ, ერგნეთში პირველი კომენტარი გააკეთა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა.
ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლებამ წითელ ჯვარს, ოკუპირებულ რეგიონში, თებერვლის ბოლოს, გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი გადასცა.
„სპუტნიკის“ ცნობით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლება სამშაბათს ქართულ მხარეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედართან ერთად, დამოუკიდებელი სასამართლო-სამედიცინო ექპერტიზის დასკვნას გადასცემს.
ჩვენი ამოცანაა შევქმნათ ქმედითი მექანიზმი დამოუკიდებელი ინსპექტორის სახით, აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ქვემო ქართლში, ბოლნისის მუნიციპალიტეტი „პატარა ჩერნობილია“.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის წევრი ნიკა მელია აცხადებს, რომ 2014 წელს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პოსტზე მიხეილ გიორგაძის დანიშვნა და დღემდე მისთვის თანამდებობის შენარჩუნება საყდრისის აფეთქებას უკავშირდება, რისი განხორციელებისთვისაც გიორგაძემ ერთ „დღეში 5 დოკუმენტი შეცვალა“, რაც მელიას თქმით, 2014 წლის დეკემბერში საყდრისის აფეთქების მიზეზი გახდა.
ტელეკომპანია „რუსთავი-2“-თან მომხდარ დაპირისპირებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა.
პრეზიდენტმა იან კელისთან, რომელიც აშშ-ს ელჩის თანამდებობას 3 წლის განმავლობაში იკავებდა და საქართველოს მარტში დატოვებს, ელჩის მოღვაწეობა შეაჯამა და ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესებზე გაამახვილა ყურადღება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.