თურქეთის მიერ მხარდაჭერილმა შეიარაღებულმა ძალებმა ქურთების ქალაქ აფრინზე სრული კონტროლი დაამყარეს.
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელის პოსტის დასაკავებლად 8 კანდიდატი იბრძვის. ესენი არიან: სერგეი ბაბურინი, პაველ გრუდინინი, ვლადიმერ ჟირინოვსკი, ვლადიმერ პუტინი, ქსენია სობჩაკი, მაქსიმ სურაიკინი, ბორის ტიტოვი და გრიგორი იავლინსკი.
საქართველოს ოთხდღიანი ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენლები ეწვივნენ. აშშ-ს კუთვნილი ხომალდი „OAK HILL“ (LSD-51) ქალაქ ბათუმის ნავსადგურში 17 მარტს შემოვიდა.
ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძე სოფელ ქვედრულისა და სოფელ ირის მოსახლეობას შეხვდნენ.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვაშინგტონში კვლევით ცენტრს The Heritage Foundation ესტუმრა და ცენტრის წარმომადგენლების წინაშე აშშ-ში ვიზიტისას წამოჭრილი საკითხებისა და საქართველოს მხარდამჭერი აქტის შესახებ ისაუბრა.
სასამართლომ ყაჩაღობასა და მუქარაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნულის შესახებ მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
ჩვენ დღეს დაზარალებულებს საქართველოში სტუმრობა შევთავაზეთ და ისინიც დაგვთანხმდნენ, რომ აუცილებლად ესტუმრებიან საქართველოს და რა თქმა უნდა, გაატარებენ კარგ დროს ჩვენ ქვეყანაში როგორც სასრიალოდ, ისე სხვა მიმართულებით, განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილი.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი „მედიქლაბ ჯორჯიაში“ იმყოფებოდა, სადაც გუდაურში მომხდარი ინციდენტისას დაშავებული შვედეთის მოქალაქე მოინახულა
ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა პატარა მეგობრებისგან წერილები მიიღეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის თითოეულ ფაქტზე მყისიერ და კანონის ფარგლებში, შესაბამის რეაგირებას ახდენს. 2 მარტიდან დღემდე, პოლიციამ შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, გურიასა და ქვემო ქართლში, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, 11 პირი დააკავა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.