თვითმფრინავი ჩამოვარდა დაშვებისას ნეპალის დედაქლაქის კატმანდუს საერთაშორისო აეროპორტში, იუწყება BBC ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით.
საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაიწყო. ბაქოს ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
სამართალდამცველებმა გუშინ, ვერაზე, ტატიშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სტეფანწმინდა-სამების ეკლესიასთან მისასვლელი საავტომობილო გზის 5.6-კმ-იანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში, საწარმოო შემთხვევის შედეგად, სარემონტო საამქროს თანამშრომელი დაიღუპა.
ოკუპირებულ ახალგორში, არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ორი მოქალაქე - ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი გათავისუფლებული არიან.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ყირიმი და სევასტოპოლი არასოდეს არ დაბრუნდება უკრაინის შემადგენლობაში.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მან გასცა ბრძანება სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების თაობაზე, რომელსაც გავრცელებული ცნობით ბომბი გადაჰქოდა და რომლის სამიზნეც 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადა იყო.
ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას მხარი ერთსულოვნად დაუჭირა და ამოიღო მუხლი ლიდერის მმართველობის ვადების შეზღუდვის შესახებ, რაც ქსი ძინპინგს პრეზიდენტად სიცოცხლის ბოლომდე დარჩენის საშუალებას აძლევს.
ოკუპირებული ახალგორიდან ცოტა ხნის წინ გათავისუფლებულ ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილს საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრები ხვდებიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.