საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ბოლნისში ეთნიკური უმცირესობების საპრეზიდენტო პროგრამის „ვისწავლოთ ქართული“ მონაწილეებს შეხვდა.
წყალტუბოს პირველ საჯარო სკოლაში, 1921 წლის 25 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ქართულ ენასა და ლიტერატურაში სამოდელო გაკვეთილი ჩატარდა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (26 თებერვალი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0092 პუნქტით გაუფასურდა.
ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მონაწილეების არაგეგმური შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა.
საწვრთნელ ბაზა „ალგეთში“ დღეს წვრთნის (DRILL) სერჟანტის კურსის გამოშვების ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებას „უფროს სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის” მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ელგუჯა ბიბინიძე დაესწრო. მან ცამეტ კურსდამთავრებულს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა და წარმატებები უსურვა.
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მსხვილი ევროპული ენერგეტიკული კომპანიების „Nord Pool AS“-ისა და „Bluberries GmbH“-ის წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა.
ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მონაწილეების არაგეგმური შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრა სუს-ის მოთხოვნით ჩაინიშნა.
სასამართლომ დის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული დამნაშავედ სცნო. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
ახალი კამპანიის „დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ - რესპუბლიკის 100 წელი" ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი თელავისა და გორის შემდეგ, მარნეულის მოსახლეობას შეხვდა.
სასტუმროში „რადისონ ბლუ ივერია“ მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“-ის (Noble Partner) დაგეგმვის კონფერენცია გაიხსნა. სწავლების დაგეგმარების კონფერენციაზე წვრთნების ჩატარების დეტალები დაზუსტდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.