ოკუპირებულ ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტს საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი ეხმაურება.
ლადო გუდიაშვილის მოედნის აღდგენითი სამუშაოები ხვალიდან დაიწყება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომელმაც დღეს სარეაბილიტაციო არეალი კიდევ ერთხელ დაათვალიერა.
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ილია ზაქაიძის სახელობის კულტურის სახლის საგამოფენო დარბაზში ახალგაზრდა მხატვართა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.
მესტიის მუნიციპალიტეტში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, გლობალური გარემოს გაუმჯობესებისა და მონიტორინგის მიზნით, თემაზე „გარემოს დაცვითი მართვა და გადაწყვეტილებები რიოს კონვენციის განხორციელების გაუმჯობესებული მონიტორინგისთვის“ სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტიული მიმართულებები განიხილეს. ყურადღება ეკონომიკის, განათლებისა და ტურიზმის სფეროში ურთიერთობის გაღრმავებაზე გამახვილდა. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს აბრეშუმის გზის პროექტის მნიშვნელობა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადის რადიაქტიული, ქიმიური და ბიოლოგიური (რქბ) დაცვის ასეულისთვის საბაზისო სწავლების მესამე ეტაპის დასკვნითი ფაზა მიმდინარეობს. დღეს ვაზიანის აეროდრომის ტერიტორიაზე კულმინაციური სწავლება გაიმართა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (27 თებერვალი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0032 პუნქტით გაუფასურდა.
სირიის დედაქალაქ დამასკოს სიახლოვეს, მეამბოხეთა მიერ კონტროლირებად აღმოსავლეთ ღუთაში ბრძოლები გრძელდება, იმის მიუხედავად, რომ სირიის მოკავშირე რუსეთის მთავრობის მიერ ორშაბათს, ყოველდღიურად ცეცხლის 5 საათით, ადგილობრივი დროით დილის 09:00-დან 14:00 სთ.-მდე, შეწყვეტის ბრძანება გაიცა.
მთავარი პროკურორის მოადგილის, გიორგი გაბიტაშვილის თქმით, ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობის საქმეზე პატიმარ კოტე ციხისთავის განცხადებას საქართველოს პროკურატურა სწავლობს.
საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი არ აკონკრეტებს, მიმართა თუ არა საქართველომ ჰოლანდიას მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.