ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) ლოგისტიკური უზრუნველყოფის სისტემის თემაზე სემინარი გაიხსნა.
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში ასოცირების საბჭოს ბოლო სხდომის შემდეგ მიღწეულია დიდი პროგრესი და უმნიშვნელოვანესი შედეგები, მთავრობის ადმინისტრაცის ცნობით, ამის შესახებ ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომელზეც ქართულ დელეგაციას საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისის საჯარო სკოლაში, ა(ა)იპ კულტურის ცენტრის ორგანიზებით, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედრო ექიმის, ზურაბ ბეგიაშვილის ხსოვნის საღამო ჩატარდა.
ჩადებას არ ვაპირებთ, ჩადება ჩვენი პროფესიონალიზმის და ჩვენი ინტელექტის შეურაცხყოფაა, მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნული განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა გააკეთა.
სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მანდატურების სამსახურის რეფორმირებასთან დაკავშირებით „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი განიხილეს.
პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში დაიწყო. საქართველოს მთავრობის მეთაური ხელმძღვანელობს ქართულ დელეგაციას საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე, რომელიც დღეს ევროპულ საბჭოში გაიმართება.
რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, 22 წლის ბიჭი გოგონამ დაჭრა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის III ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა. 130-მდე მშვიდობისმყოფელს ალექსეევკის სამხედრო აეროდრომზე სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდალი, ბრიგადის გენერალი გიორგი მათიაშვილი და საქართველოში გერმანიის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ფრანც-იოსეფ ნოლტე დახვდათ
რუსთავში „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დაცვის სამსახურის თანამშრომელი დაჭრეს. დაჭრილი მამაკაცი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების განცხადებით, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
ირაკლი კობახიძე დღეს შეხვედრებს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის(IRI) პრეზიდენტ დენიელ ტვინინგთან, აშშ-ის გერმანიის მარშალის ფონდის წამყვან ექსპერტებთან და კონგრესის კვლევით სამსახურის დირექტორ მერი მაზანეკთან გამართავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.