შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის, მამუკა ჭელიძის განცხადებით, ლომთათიძის ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნილია.
სასამართლომ 2012 წლამდე პერიოდში, პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობისთვის ბრალდებულები დამნაშავედ სცნო, ამის შესახებ ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
30 იანვარს მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარის შედეგად დაშავებულების მკურნალობის ხარჯები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაიფარა, აღნიშნულია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, არსენ ავაკოვის განცხადებით, უკრაინა და საქართველო მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ავაკოვმა ამის შესახებ უკრაინაში საქართველოს ელჩთან, გელა დუმბაძესთან შეხვედრისას ისაუბრა.
გარდაბანში 20 წლის კნიაზ ალიევის დასახმარებლად, რომელსაც გულის გადანერგვის გადაუდებელი ოპერაცია ესაჭიროება, სისხლის ჩაბარების აქცია გაიმართა.
დონალდ ტრამპის ადვოკატებიდან რამდენიმემ პრეზიდენტს ურჩია, რომ არ დაუჯდეს ინტერვიუზე სპეციალურ პროკურორს, რობერტ მიულერს, რომელიც რუსეთსა და ტრამპის კამპანიას შორის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე შესაძლო საიდუმლო შეთანხმებას იძიებს, იტყობინება The New York Times-ი ორშაბათს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, რუსლან ჩერნოლუცკის განცხადებით, 6 თებერვლის ღამეს სააკაშვილის შინაპატიმრობის მოქმედების ვადა ამოიწურა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ვიზიტად ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, დღეს შეხვედრებს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერთან, პოლ რაიანთან და კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან - ტედ პოსთან და ჯერი კონოლისთან გამართავს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პირველ მოადგილეს, ელიზაბეტ მილარდს შეხვდა.
ყველა სამუშაო, რომელიც მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას ემსახურება, უნდა იყოს ჩატარებული ხარისხიანად, აღნიშნული განცხადება თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა, ბონდო სოფრომაძემ მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ გაფართოებულ თათბირზე გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.