საქართველოს პრეზიდენტმა სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობის, გამორჩეული გმირობისა და თავდადებისათვის 1993 წელს, სოხუმის დაცემისას, სეპარატისტების მიერ დახვრეტილი უშიშროების პოლკოვნიკი მამია ალასანია ეროვნული გმირისა და 9 მებრძოლი ვახტანგ გორგასლის პირველი და მეორე ხარისხის ორდენით დააჯილდოვა.
გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები დღეს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლთა ოჯახის წევრებს პრეზიდენტის სასახლეში პირადად გადასცა და მადლობა გადაუხადა გმირობისა და თავდადებისათვის.
პროკურატურამ მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის თაობაზე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლაში საბავშვო ბაღი გაიხსნა. რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, საბავშვო ბაღი აღჭურვილია თანამედროვე, ეკოლოგიურად უსაფრთხო ინვენტარით.
USAID-ის ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორი ვერონიკა ლი, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი და კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ბენო გეგეჭკორი ადგილობრივი თემების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ევროკავშირი ქართული საწარმოების აკრედიტაციის შესაძლებლობის განხილვას იწყებს, რასთან დაკავშირებული პროცედურებიც უახლოეს მომავალში დაიწყება, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომი დღევანდელი შეხვედრისას შეთანხმდნენ.
ცაგერში, მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მაქსიმობა აღინიშნა. წმ. მაქსიმე აღმსარებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით, ცაგერის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (5 თებერვალი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0001 პუნქტით გამყარდა.
ჩვენ ვახორციელებთ ასოცირების ხელშეკრულებას და თანამშრომლობის თითქმის ყველა სფეროში ვუახლოვდებით ევროკავშირის საკანონმდებლო და ინსტიტუციურ სტანდარტებს, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული განცხადება პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ფედერიკა მოგერინისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„ქართული მარში“ მოითხოვს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ნარკოტიკული დანაშაულის თავში სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 პუნქტში შევიდეს ცვლილებები და დანამატები და ნარკო რეალიზატორისთვის სასჯელი განისაზღვროს უვადო პატიმრობით, ნაცვლად დღეს არსებული სასჯელისა, რომელიც 6-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთის რეგიონში - თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ხოდაშენში მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.