ქალაქ რუსთავის სარაგბო სტადიონზე „დიდი 10“-ის მორიგი შეხვედრა „რუსთავის ხარებსა“ და „არმაზს“ შორის გაიმართა. მატჩი, რომლის პირდაპირი ტრანსლაცია „რაგბი TV“-ის ეთერით გადაიცემოდა, „არმაზის“ გამარჯვებით დასრულდა.
მთავარი პროკურატურა 35-ე სკოლის მოსწავლეების დაჭრაში ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
გენერალურმა აუდიტორმა, ირაკლი მექვაბიშვილმა და უწყების სხვა პასუხისმგებელმა პირებმა ნდობის ჯგუფის წევრებს აღნიშნული სამინისტროების 2015-16 წლების ფინანსური საქმიანობა გააცნო.
წყალტუბოში, 9 აპრილის ქუჩაზე და სოფელ ფარცხანაყანევში, კოპიტნარის დევნილთა დასახლებებში საბავშვო ბაღები აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მოსახლეობის ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს (BPRM) ფინანსური მხარდაჭერით აშენდება.
მომდევნო წლების განმავლობაში დიდი ყურადღება დაეთმობა ხარისხიან მშენებლობებს, აღნიშნული განცხადება დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის 33-ე ბაგა-ბაღის დათვალიერებისას განაცხადა.
მკვლევარებმა გვატემალაში მაიას ცივილიზაციის 60 000-ზე მეტ ნანგრევს მიაკვლიეს, რაც მთავარ არქეოლოგიურ გარღვევას წარმოადგენს. როგორც BBC თავის სტატიაში წერს, კვლევისას ლაზერული ტექნოლოგია გამოიყენეს, რათა ციფრულად დაეთვალიერებინათ ტყეების ჩრდილის ქვედა შრეები, რა დროსაც აღმოჩენილ იქნა სახლები, სასახლეები, ამაღლებული შარაგზები, და თავდაცვითი ციხე-სიმაგრეები.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 35-ე სკოლის მოსწავლეების დაჭრაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურორ თეონა გვაზავას განცხადებით, 117-ე მუხლი გადაკვალიფიცირდა და არასრულწლოვანს განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად, რაც 16-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონულ სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს. აღნიშნულ თანამდებობაზე შოთა მოსულიშვილი თამაზ თამაზაშვილმა შეცვალა.
ირაკლი კობახიძე შეხვედრებს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ პოლ რაიანთან, კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარე ტედ პოსთან, თანათავმჯდომარე ჯერი კონოლისთან გამართავს.
ჩრდილოეთ კორეამ დაარღვია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სანქციები იმით, რომ აკრძალული საქონლის ექსპორტისაგან დაახლოებით 200 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო 2017 წელს. ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო „როიტერსი“ ექსკლუზიურად გაეროს მონიტორების საიდუმლო მოხსენებაზე დაყრდნობით წერს, რომელშიც ასევე ფხენიანის მიმართ გამოთქმულია ბრალდება, რომ იგი იარაღით სირიას და მიანმარს ამარაგებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.