შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, N2 სამმართველოს (ახალციხე) N6 სასაზღვრო სექტორის (კარწახი) დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, თურქეთის 2 და უზბეკეთის რესპუბლიკის 4 მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ნაქერალას უღელტეხილზე მოძრაობა თავისუფალია.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, სანქცია გასცა გამოქვეყნდეს სადავო სამსახურებრივი ჩანაწერი, რომელიც ფედერალური საგამოძიებო ბიუროს აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სავარაუდო რუსული ჩარევის საქმის წარმოებას ეხება.
უზენაესმა სასამართლომ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. ამის შესახებ მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ „ქურდულ სამყაროსთან" დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ისაუბრა.
შიშობენ, რომ 90 მიგრანტი არის დამხრჩვალი მას შემდეგ, რაც ლიბიის სანაპიროსთან ნავი გადაყირავდა, განაცხადა გაეროს მიგრაციის სააგენტომ.
საქართველოს მთავარი პროკურატურა ირაკლი შოთაძისა და თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
პროექტის „წერილები ჯარისკაცებს“ ფარგლებში, თბილისის 177-ე საჯარო სკოლას საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები ესტუმრნენ. სკოლის მოსწავლეებთან სტუმრად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების და იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცერნტრის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი დღეს შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრის (DCAF) დირექტორის მოადგილეს ფილიპ ფლურის და პარტნიორობა მშვიდობისათვის კონსორციუმის, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სამუშაო ჯგუფის თანათვმჯდომარეს, კალიფორნიის სამხედრო სამოქალაქო ურთიერთობების ცენტრის წარმომადგენელს მარკ კალბერს შეხვდა.
კურსი „თავდაცვის მართვა ფართო უსაფრთხოების კონტექსტში“ დასრულდა. მონაწილეებს ტრენინგის წარმატებით დასრულება თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა და საქართველოში დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა დევიდ როს ეთელმა მიულოცეს, კურსის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სერტიფიკატები გადასცეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.