ბელარუსში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრს ანდრეი კობიაკოვს შეხვდა.

სრულად...

„წელს 10 წელი სრულდება, როდესაც ამ ქალაქში, ბუქარესტში ნატომ პრინციპულად გააჟღერა საქართველოს ალიანსში გაწევრიანების პოზიცია. რუმინეთი კვლავ რჩება ამ პოზიციის და გადაწყვეტილების ერთგული და მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესს“, ეს განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, თეოდორ ვიორელ მელესკანუსთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

სრულად...

„საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, ხაშური-ზესტაფონის საუღელტეხილო მონაკვეთზე მკაცრი მეტეოროლოგიური პირობების გამო, ელექტროენერგიის შეზღუდვის შედეგად  მაგისტრალზე მოძრავ მატარებლებს დროებითი შეფერხება შეექმნათ.

სრულად...

ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, 31 იანვარს, პრაღაში, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტატს-მდივნის, მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართა. 

სრულად...

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომამდე, საქართველოს ვიცე პრემიერმა, საგარო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს  სტოლტენბერგთან გამართა.

სრულად...

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი საქართველოს გზებზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

სრულად...

გაზეთ „ნიუ იორკ თაიმსში“ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სტატია გამოქვეყნდა სათაურით -ამერიკამ არასწორი პარტნიორი შეარჩია - რომელშიც მევლუთ ჩავუშოღლუ შეშფოთებას გამოხატავას იმის გამო, რომ ქურთი „ტერორისტები ჩვენი საზღვრის გასწვრივ ერაყსა და სირიაში იწვრთნებიან და იარაღდებიან შეერთებული შტატების მიერ“ და იმედს იტოვებს, რომ ვაშინგტონი გააცნობიერებს, რომ მის მიერ სირიაში გატარებული პოლიტიკა, რაც „სახალხო დაცვის შენაერთების“ სახელით მოქმედი ქურთი ტერორისტების მხარდაჭერას ემსახურება, „საზიანოა ნატო-ს საიმედოობის თვალსაზრისით“ და იგი „შეცვლის მას და კვლავ პრიორიტეტს მიანიჭებს თავის მეკავშირეებისა და გრძელვადიან ინტერესებს“.

სრულად...

თბილისში გუშინ ორი მოზარდი დაჭრეს. ისინი თბილისის #35-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან. მოზარდები რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან მოთავსებული. ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

სრულად...

პენტაგონი იმ სცენარებს განიხილავს, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს რუსეთთან და ჩინეთთან კონფლიქტები. აღნიშნულის შესახებ თავდაცვის ნომერ მეორე დეპარტამენტის მაღალი რანგის სამხედრო პირმა, აშშ-ის შტაბების ხელმძღვანელთა გაერთიანებული კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარემ, გენერალმა პოლ სელვამ ისაუბრა და გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ ამერიკას შესაძლოა, არ გააჩნდეს შესაძლებლობა გასწვდეს ორი უნიკალური პრობლემის რეგულირებას.

სრულად...

დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1986 წელს დაბადებული ბ.ო. დააკავეს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი