სახალხო დამცველი საქართველოს მთავარი პროკურორისა და თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის დაგეგმილ შეხვედრას ეხმაურება. ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ ოჯახს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ სრული ინფორმაცია უნდა ჰქონდეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული ა.ნ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (1 თებერვალი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0213 პუნქტით გამყარდა.
ვანის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე გოგორიშვილმა და ა(ა)იპ ბაღების გაერთიანების დირექტორმა, გვანცა სიგუამ უხუთის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის ახალი შენობა გახსნეს.
ტექნოპარკში „ევროპული დიალოგი ინტერნეტმმართველობის საკითხებზე“ - EuroDIG 2018-ის წინამოსამზადებელი შეხვედრა მიმდინარეობს - ფორუმი თბილისში 4-6 ივნისს გაიმართება.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე მოძრაობა თავისუფალია.
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შეწყალებების რაოდენობით რეკორდსმენი ნამდვილად არ არის, აღნიშნული განცხადება შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ გააკეთა.
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით, არაძალადობრივ დანაშაულებებთან მიმართებაში შეწყალების წესი იცვლება და უფრო ჰუმანური ხდება.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ პრესკონფერენცია დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართა.
პროკურატურის გადაწყვეტილებით, დაზარალებულ მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული მიწის ნაკვეთები დაუბრუნდებათ. მთავარი პროკურატურა აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
საქართველოსა და ბელარუსს შორის ბოლო ერთ წელიწადში სავაჭრო ურთიერთობები გაღრმავდა და ბრუნვა გაიზარდა, განაცხადა ეკონოიკის მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.