საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (26 იანვარი, 2018) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0421 პუნქტით გამყარდა.
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურში საბავშვო ბაღის შენობის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ადიგენის მერიის პრესსამსახურის ცნობით, პროექტის განხორციელებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 118 000 ლარი გამოიყო.
ბრიუსელში ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლების საქართველოს თავდაცვის მინისტრის მადლობის სიგელებით დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ბელგიის სამეფოსა და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლობაში ლინას ლინკევიჩიუსსა და იოჰან რეელს სიგელები ბელგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნატალი საბანაძემ გადასცა.
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ღონისძიებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰენრი კისინჯერმა გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ თუკი ამერიკა და ჩინეთი ნებას დართავენ ჩრდილოეთ კორეას შეინარჩუნოს თავისი ბირთვული შეიარაღება, ეს სხვა ქვეყნების მხრიდან ბირთვული იარაღის შექმნის მასტიმულირებელი იქნება.
საქართველოს პროკურატურამ შპს „ლანცეტი“-ს მიერ აზერბაიჯანიდან მოწვეული ქირურგ-ტრანსპლანტოლოგის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით, მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
დედაქალაქის მერი კახა კალაძე ოპოზიციას თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საბოლოო ვარიანტის შეფასების პროცესში თანამშრომლობას სთავაზობს.
„ადამიანი, მისი უფლებების დაცვა, ადამიანის ღირსების დაცვა არის ჩვენი პოლიტიკის უმთავრესი მიზანი. ჩვენ გვაქვს ფუნდამენტური წინსვლა ამ მიმართულებით, 2012 წლიდან მოყოლებული, რითაც ჩვენ განსაკუთრებით ვამაყობთ“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც დემირელის კოლეჯის ყოფილ მენჯერსა და მის ოჯახს საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის ნაკრები ასეული „მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში ოფიციალურად ჩაერთო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.